ჟუნიორ ფირპო ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლას აპირებს

ჟუნიორ ფირპო ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლას აპირებს

"ბარსელონას" 24 წლის ფეხბურთელმა, ჟუნიორ ფირპომ, "ნაპოლიში" გადასვლაზე უარი განაცხადა, რადგან მის მიზანს ჟორდი ალბასთან კონკურენცია და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება წარმოადგენს.

ამ ცნობას იტალიური გამოცემა, Calcio Napoli 24, ავრცელებს. ჯენარო გატუზოს გუნდმა ფირპოს თაობაზე "ბარსას" ორწლიანი იჯარის შეთავაზებით მიმართა. ამ გარიგებით "ბარსელონა" 20 მილიონ ევროს მიიღებდა, თუმცა ფეხბურთელმა ნეაპოლელთა წინადადება უარყო და კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ სასტარტო შემადგენლობისთვის ბრძოლას აპირებს.

ფირპომ სადებიუტო სეზონში "ბარსას" მაისურით 23 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

გუშინ, იტალიურმა მედიამ იუწყა, რომ მისი შეძენით სერია A-დან "ფიორენტინაც" არის დაინტერესებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 13 სექტემბერი 2020 23:38
    3
    რაღაცა არ მჯერა, რომ ნაპოლი ორ წლიან იჯარაში 20 მილიონს იხდიდა. ამ თანხად ამის ყიდვაც შეიძლება.
    ფანი [?]
    #3 13 სექტემბერი 2020 22:00
    6
    ჩემი აზრით ამ ტიპმა როცა ეს პროფესია აირჩია ძალიან შეცდა,

    რამდენჯერაც ვნახე ამის თამაში ყოველთვის მრჩება შთაბეჭდილება რომ ფეხბურთელი არ არის
    Culé [?]
    #2 13 სექტემბერი 2020 21:57
    4
    არამგონია ამისგან რამე გამოვიდეს.. პერსპექტიულიც კი არაა ჩემთვის რომ ვთქვა მოუმატებსთქო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 13 სექტემბერი 2020 21:34
    2
    ვნახოთ რას იზავს ესენი უკეთესის მომყვამები არ არიან და იმედია ეს მაინც ათამაშდება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued