მესის წასვლის შემთხვევაში, "ბარსა" მბაპეზე დაფიქრდება | The Times

მესის წასვლის შემთხვევაში, "ბარსა" მბაპეზე დაფიქრდება | The Times

The Times-ზე დაყრდნობით Mundo Deportivo იტყობინება, რომ კილიან მბაპეს მომავალ ზაფხულს "პარი სენ-ჟერმენის" დატოვება და ახალი გამოწვევების მიღება სურს.

წყაროს ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" გარდა, ფრანგის მიმართ ინტერესს პრემიერ ლიგიდან გამოხატავენ. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ მომავალ სეზონში ლეო მესის წასვლის შემთხვევაში, "ბარსელონას" შეუძლია, 21 წლის შემტევის ტრანსფერზე იფიქროს.

როგორც იცით, არგენტინელ ლეგენდას კატალონიელებთან კონტრაქტი 2021 წელს ეწურება და ჯერჯერობით უცნობია, ხელშეკრულება გახანგრძლივდება თუ არა. მბაპე კი მის იდეალურ შემცვლელად მოიაზრება.

კილიანს პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და მის განახლებაზე უარს აცხადებს. შესაბამისად, შესაძლოა, ფრანგულმა გუნდმა ტალანტის გაყიდვა გადაწყვიტოს, რათა შემდეგ წელს მისი თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლა თავიდან აირიდოს.

შეგახსენებთ, მბაპეს "ბლაუგრანას" ჯერ კიდევ მაშინ უკავშირებდნენ, როცა კლუბი ნეიმარმა დატოვა, თუმცა "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" კილიანს, უსმან დემბელეს შეძენა არჩიეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #14 13 სექტემბერი 2020 22:37
    1
    კაკრას ფიქრს გვაცლიან ხო
    Culé [?]
    #13 13 სექტემბერი 2020 19:44
    6
    გაგიჟდით? რა მბაპე რის მბაპე ტიპი მადრიდისტაა ეგ არასდროს ითამაშებს ბარსასთვის მაგის ოცნება რეალში თამაშია რონალდუ ყავს კუმირი ამის შანსი არ გვაქ პსჟ იმხელა თანხას დაადებს რეალიც მეეჭვება დაფიქრდეს პრემიერ ლიგის გუნდებს უფრო მაყუთი აქვთ მბაპე არ გაუჭირდებათ მესის წასვლისთვის უნდა მოვემზადოთ მესი რომ წასულიყო კოუ მოირგებდა ათიანის პოზიციას გვერდს გრიზმანი და სუარესი დაუმშვენებდნენ ან ფატი და ტრინკაუ კაროჩეე მბაპე დაივიწყეთ ის არ არის ის ვინც გვინდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 13 სექტემბერი 2020 18:52
    11
    ციტატა: Magician
    ციტატა: Visca el barca
    ამის ყიდვის შანსი თუ არის მაინც ვერ ვხდები ამის საჭიროებას, რადგან დარწმუნებული ვარ 2-3 წელიწადში გაიქცევა, უფრო უარესი თუ რეალში. ნეიმარზე ნაკლები ინტრიგანი თუ გგონიათ ძალიან ცდებით. ფატიზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, უბრალოდ არ არის მპაბესავით 'უზარმაზარი' და ამიტომაც უჭირს მცველებთან ჭიდილი, სხვა ყველაფერი აძლევს იმის სასუალებას, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს, რეალიზაცია, რომ უკვე უმაღლეს დონეზე აქვს, ყველა ვხედავთ.

    უზარმაზარში რას გულისხმობ? ერთი 21 წლისაა, მეორე - 17. ორივე 1.78 არის სიმაღლეში. ფატის ჯერ კიდევ ბევრი აქვს მოსამატებელი. წონაში 6-7 კილოგრამია სხვაობა და ეგეც დარეგულირდება, ასაკში როცა შევა.

    6-7 კილო რა პრობლემაა, გამოუშვან ჩვენთან. ერთი წელი დინამოში იჯარით. ხინკალს და ხაჭაპურს არ მოვაკლებთ ისე რომ წასვლის დროს 7-საც ამოიღებს და 8-9-საც უპრობლემოდ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 13 სექტემბერი 2020 17:41
    2
    ციტატა: Visca el barca
    ამის ყიდვის შანსი თუ არის მაინც ვერ ვხდები ამის საჭიროებას, რადგან დარწმუნებული ვარ 2-3 წელიწადში გაიქცევა, უფრო უარესი თუ რეალში. ნეიმარზე ნაკლები ინტრიგანი თუ გგონიათ ძალიან ცდებით. ფატიზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, უბრალოდ არ არის მპაბესავით 'უზარმაზარი' და ამიტომაც უჭირს მცველებთან ჭიდილი, სხვა ყველაფერი აძლევს იმის სასუალებას, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს, რეალიზაცია, რომ უკვე უმაღლეს დონეზე აქვს, ყველა ვხედავთ.

    უზარმაზარში რას გულისხმობ? ერთი 21 წლისაა, მეორე - 17. ორივე 1.78 არის სიმაღლეში. ფატის ჯერ კიდევ ბევრი აქვს მოსამატებელი. წონაში 6-7 კილოგრამია სხვაობა და ეგეც დარეგულირდება, ასაკში როცა შევა.
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    Culé [?]
    #10 13 სექტემბერი 2020 17:12
    5
    ამის ყიდვის შანსი თუ არის მაინც ვერ ვხდები ამის საჭიროებას, რადგან დარწმუნებული ვარ 2-3 წელიწადში გაიქცევა, უფრო უარესი თუ რეალში. ნეიმარზე ნაკლები ინტრიგანი თუ გგონიათ ძალიან ცდებით. ფატიზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, უბრალოდ არ არის მპაბესავით 'უზარმაზარი' და ამიტომაც უჭირს მცველებთან ჭიდილი, სხვა ყველაფერი აძლევს იმის სასუალებას, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს, რეალიზაცია, რომ უკვე უმაღლეს დონეზე აქვს, ყველა ვხედავთ.
    --------------------
    "They won't remember the trophies we won, they will remember the way we played" - Pep Guardiola.
    Culé [?]
    #9 13 სექტემბერი 2020 16:30
    7
    ეს იმენა ზიდანის ფანია :დ გუნდში ფრანგები კი გვყავს მარა ეს ზიდანთან გაიქცევა ყველავარიანტში
    --------------------

    ForçaBarça
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 13 სექტემბერი 2020 16:08
    2
    Truxilio,
    გააჩნია თუ პრეზიდენტი შეიცვლება იქნება მოიყვანოს ახალმა ზაფხულში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 13 სექტემბერი 2020 16:07
    13
    მბაპე არის 9-იანი, რომელიც ფლანგზეც გადადის ხოლმე და ორფორვარდიან სისტემაშიც მშვენივრად გამოიყურება
    ზუსტად მისი პოზიცია როდესაც გყავს ანსუ, მაშინ მასზე აქცენტს ვერ გააკეთებ
    იგივე აღნაგობის
    იგივე სიმაღლის
    იგივე მოქმედი ფეხის
    და იგივე ფლანგზეა საუკეთესო, თუ ცენტრფორვარდობას არ ჩავთვლით
    და თანაც 4 წლით უფრო ახალგაზრდაა

    17 წლის ასაკში კილიანი ანსუზე უკეთესი ნამდვლად არ იყო
    ფანი [?]
    #6 13 სექტემბერი 2020 15:59
    4
    Griezzy7,

    რავიცი ეგრე გრიზმანი ლა ლიგაში იყო და ჩვენთან მაინც უჭირს, ეგ ალბათ ინდივიდუალურია, გინდ კოუტინიოც მაგრამ მართალიხარ, ზიდანის ფაქტორი სულ გამომრჩა, მაინც მგონია, რომ რაცარუნდა სამწუხარო იყოს მაგის მომავალი რეალშია და არა აქ
    Culé [?]
    #5 13 სექტემბერი 2020 15:59
    4
    ტყუილი ბაზარია ვერ მოიყვანენ კაი რა ...
    ფანი [?]
    #4 13 სექტემბერი 2020 15:55
    3
    მესი თუ წავა მბაპეზე კარგ ახალგაზრდას ვის მოიყვანენ, მაგას საერთოდ რა დაფიქრება უნდა, მაგრამ მაინც ცუდს მიგრძნობს გუნდი და მგონია, რომ რეალში წავა ეს... მაგრამ კარგმა პირობებმა და შეთავაზებამ იქნებ დაითანხმოს, ბოლო-ბოლო რონალდოს ფანია ეს და ის იქ აღარ არის, თორემ ალბათ შეუძლებელიც იქნებოდა ამის ბარსაში გადმოსვლა.

    Bola,


    ჰაჰაჰაჰაჰჰა აი ზუსტად ეგრე ვარ მეც!

    ფატი---მბაპე---ტრინკაო
    არადა რაკარგი ევროპული შეტევა იქნებოდა...
    ფანი [?]
    #3 13 სექტემბერი 2020 15:50
    3
    180 მილიონად გამოისყიდა პსჟ მ მონაკოდან არამგონია 200 მილიონზე ნაკლებად გაუშვან.თან რეალი უფრო მოიაზრება ვიდრე ბარსა.
    Culé [?]
    #2 13 სექტემბერი 2020 15:46
    3
    ეს უეჭველი უნდა ვიყიდოთ თუ ოდნავი შანსი მაინც არის .
    --------------------

    ForçaBarça
    Culé [?]
    #1 13 სექტემბერი 2020 15:28
    8
    ოოო არა.. ამას არ ვგულშემატკივრობ რაც ამის კარიერა დაიწყო იმიტო რო ვიცი რეალში გადავა და მომიშლის ნერვებს :დ არ მინდა დამოკიდებულების შეცვლა..არ ვიქნები გულწრფელი :დ თუმცა ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ რომელ გუნდს არ დახატავდა მბაპე :დ