ოფიციალურად: გამპერის თასზე "ბარსელონას" მეტოქე "ელჩე" იქნება
ჟოან გამპერის სახელობის თასზე "ბარსელონას" მეტოქე წელს "ელჩე" იქნება. ინფორმაცია კატალონიურმა კლუბმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა.
გათამაშებას ტრადიციულად "კამპ ნოუ" უმასპინძლებს, შეხვედრა კი 19 სექტემბერს გაიმართება. "ელჩე" ამ სეზონში ლა ლიგაში დაბრუნდა და წილისყრის შედეგის მიხედვით, "ბარსას" პირველ ტურში უნდა შეხვედროდა, თუმცა თამაში გადაიდო.
გამპერის თასი სულ 53-ჯერ ჩატარებულა. 1966-1996 წლებში გათამაშებაში 4 გუნდი მონაწილეობდა, 1997 წლიდან კი მხოლოდ ერთი თამაში იმართება. გათამაშებას საფუძველი 1966 წელს, "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ენრიკ ლაუდეტმა, კლუბის დამაარსებლის, ჟოან გამპერის საპატივცემულოდ ჩაუყარა.
"ბარსელონამ" თასი ყველაზე მეტჯერ, 42-ჯერ მოიგო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]