ბარსელონა-ჟიმნასტიკი 3-1: შეფასებები

ბარსელონა-ჟიმნასტიკი 3-1: შეფასებები

"ბარსელონა"-"ჟიმნასტიკის" ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც რონალდ კუმანის გუნდის გამარჯვებით, 3-1 დასრულდა, "ბარსას" მხრიდან მონაწილეობა 22-მა ფეხბურთელმა მიიღო. თითოეულმა მათგანმა მოედანზე 45 წუთი გაატარა. Sport მათ შეფასებებს გვთავაზობს. 

ნეტუ (5) - გაშვებულ გოლს მხოლოდ მას ვერ დავაბრალებთ, თუმცა უკეთესად თამაშიც შეეძლო. ტაიმის ბოლო წუთები დანარჩენ ნაწილს ჯობდა. 

რობერტო (5) - მესის ფლანგიდან დაწყებული კონტრშეტევის შეჩერება მოახერხა. 

პიკე (6) - შეტევაში მონდომებით ერთვებოდა, თუმცა უკანა ხაზზე იმდენად სტაბილური არ იყო. პენალტი მის აქტიურობას მოჰყვა. 

ლანგლე (5) - პოზიცია არ დაუკარგავს, თუმცა ბურთის ამოტანა რამდენიმეჯერ არ გამოუვიდა. 

ჟორდი ალბა (6) - თავიდანვე აქტიურობდა და როგორც წესი, მესისთან ერთად კომბინირებას ცდილობდა. ყველაზე მეტი პასი ალენიას გაუკეთა. 

ბუსკეტსი (6) - სერჟიომ ყვითელი ბარათი მიიღო. ის ალენიას შეუწყვილდა და ორსაყრდენიან ტაქტიკას საკმაოდ კარგად მოერგო. 

ალენია (7) - გამოჩნდა, რომ ის შემადგენლობაში ადგილისთვის იბრძოლებს. ბურთი ხშირად ჰქონდა და მოედნის კარგ ხედვას ამჟღავნებდა. 

მესი (7) - არგენტინელი მოედანზე ღიმილით გავიდა და რამდენიმე სახიფათო შეტევა წამოიწყო. პენალტი გრიზმანს დაარტყმევინა. 

პედრი (8) - ნამდვილად არ ეტყობოდა, რომ გუნდში პირველ თამაშს ატარებს. თავი რამდენიმე კარგი მოძრაობით დაგვამახსოვრა. 

დემბელე (6) - როგორც მოსალოდნელი იყო, ის ფორმაში ჯერ არ არის, თუმცა გოლის გატანა შეძლო. 

გრიზმანი (6) - "ბარსელონაში" 9-იანის პოზიციაზე თამაში მისთვის სიახლეა და ადაპტაცია დასჭირდება. პენალტი ზუსტად შეასრულა. 

პენია (5) - მიუხედავად იმისა, რომ ინიაკი წინა ორ პრესეზონში გუნდის განაცხადში ხვდებოდა, დებიუტი დღეს ჰქონდა. მეტოქე არ აქტიურობდა და ამიტომ, მას განსაკუთრებული საქმე არ მიეცა. 

სემედუ (6) - პორტუგალიელი მცველი მეორე ტაიმში მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გავიდა. ის შეტევაში ხშირად ერთვებოდა, დაცვაში კი სერიოზული შეცდომა არ დაუშვია. 

არაუხო (5) - პოზიცია სწორად ჰქონდა შერჩეული, მაგრამ მის საჯარიმოში სახიფათო მომენტები არ შექმნილა. 

კუენკა (6) - ესპანელმა მცველმა ძალები შეტევაშიც მოსინჯა. უკანა ხაზზე შეცდომა არ დაუშვია. 

ფირპო (5) - დაცვაში პრობლემები არ ჰქონია, თუმცა ბურთის ატანა და შეტევაში ჩართვა უჭირდა.

პუჩი (7) - შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და თავისი კლასი და გუნდურობა კიდევ ერთხელ გვაჩვენა.

დე იონგი (7) - ჰოლანდიელი ნახევარმცველი პუჩის გვერდით თამაშობდა. მას ცუდი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია, თუმცა არც განსაცვიფრებელი მომენტები ჰქონია. 

ტრინკაუ (8) - "ბარსას" ახალწვეულმა თავისი საუკეთესო თვისებები უკვე გამოავლინა და თამაში არაერთხელ გაამწვავა. 

კოუტინიო (8) - ბრაზილიელს კარგი დაბრუნება გამოუვიდა: მან ინიციატივა აიღო, გოლი გაიტანა და თავის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. 

დე ლა ფუენტე (6) - ახალგაზრდა ამერიკელი თამაშს ბურთის მიღებისთანავე ამწვავებდა და მატჩის ბოლოს გოლთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა მომენტი ვერ გამოიყენა. 

ბრეითუეიტი (6) - მარტინს მონდომება არ აკლდა და მომენტების შექმნას მუდმივად ცდილობდა, მაგრამ მათი დაგვირგვინება არცერთხელ გამოუვიდა. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 12 სექტემბერი 2020 23:29
    16
    ანუ რა გამოჩნდა ამ თამაშში... 🙂

    1.დაცვაში ისევ პრობლემებია როცა პიკე და ლენგლე დგანან დაცვის ცენტრში... რაოდენ გასაკვირიც არუნდა იყოს როცა არაუხო და კუენკა იდგნენ მაშინ უფრო დამაჯერებელი იყო დაცვის ხაზი... 😏
    ასე რომ არაუხო დასაწინაურებელია აუცილებლად 👏 💘 კუენკა შესანარჩუნებელია.

    2.ნახევარდაცვაში ორი ძალიან სხარტი ჭკვიანი სწრაფი და მუდმივად მოძრავი ფეხბურთელი გვყავს. 💘 რიკი პუჩი და პედრი 💘 აი რიკი პუჩზე კარგი ნახევარ მცველი ჯერ ჯერობით არ გვყავს გუნდში (ვგულისხმობ შედარებით მრავალმხრივ და შემტევი ფუნქციების შეთავსებას)

    პედრიმ 17 წლის ფეხბურთელმა კიდე დღეს ისეთი თამაში აჩვენა რო რავიი... 😨 ტიპს არეტყობოდა რო პირველ თამაშს თამაშობდა. არც ასაკი ეტყობოდა. არანაირი დაბნეულობაა. ტექნიკა უმაღლესი დონისს. 💘 ჭკვიანიიი და დაბალანსებული ყველაფერში.

    3.და აუცილებლად უუნდა გამოვყო ტრინკაოო 💘 თამამად ვიტყვი რო მომავალია ეს ფეხბუღთელი ბარსელონასი. ყოველთვის გამწავვებაზე მიდის 2-3 კაცში ისე ძვრება როგორც არაფერი რო დავაკვირდი მესისნაირად მოქმედებდა დაიწყებდა მარჯვენა ფლანგიდან წამოიღებდა მარცხნივ და ფირპოს უკეთებდა დახატულ პასს. ტექნიკაც უმაღლესი დონის რავიიი რაღა ვთქვა მეტიი... 💘

    4.დე ლა ფუენტეზეც კარგის გარდა ვერაფერს ვიტყვი უდავოდ 💘

    ძირითადი შემადგენლობა ესეთი უნდა იყოს აუცილებლად ყოველგვარი ტრანსფერის გარეშე ვგულისხმობ!

    გრიზმანი
    დემბელე---კოუტინიო---მესი
    დე ონგი---პიანიჩი
    ალბა---ლენგლე---პიკე---სემედუ
    ტერ შტეგენი

    მთავარი ცვლილებები კი ესენი თამაშის მიმდინარეობასაც გააჩნია!
    1.დე იონგი ------ ბუსკეცი
    2.პიანიჩი ----- რიკი პუჩი
    3.კოუტინიო ------ პედრი
    4.დემბელე ------- ფატი
    5.მესი -------- ტრინკაო

    ეს ფეხბურთელები წასასვლელები არიან აუცილებლად
    1.მირანდა
    2.ორიოლ ბუსკეცი
    3.მუსა ვაგე
    4.ვიდალი
    5.ალენია
    6.სუარეზი
    გულშემატკივარი [?]
    #3 12 სექტემბერი 2020 23:23
    6
    ყველას რო ყვითელი ბუცები აცვიაა..
    ფანი [?]
    #2 12 სექტემბერი 2020 23:23
    10
    ტრინკაუ-პედრი-პუჩი ნუ სამივე კარგი იყო მატჩის საუკეთესო ამ სამიდან .. ტრინკაუ იყო საუკეთესო ჩემი აზრით კარგი მომენტები შემოგვთავაზა...
    ფანი [?]
    #1 12 სექტემბერი 2020 23:20
    18
    ჩემი აზრით მეორე ტაიმის დაცვა ჯობდა პირველი ტაიმის დაცვას ამიტომ დაცვა არის მისახედი სასწრაფოდ სანამ დროა ნახევარდაცვაც კარგი იყო შეტევაში ხო საერთოდ ტრინკაომ ძალიან მაგრად ითამაშა ნამდვილად ბარსას მომავალია ფატისთან ერთად და იმედია მალე გამოჯამრთელდება ფატი იმედი მაქ ოფიციალურ მატჩებში უფრო მაგარ ბარსელონას ვნახავთ წელს მაგარ სეზონს ველოდები მე პირადად ბარსელონასგან
    --------------------
    BARCELONA IS MY LIFE