კაპიტნების ოთხეული

კაპიტნების ოთხეული

როგორც მოსალოდნელი იყო, "ბარსელონას" კაპიტანთა ოთხეული არ იცვლება. კატალონიურმა კლუბმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალი სეზონიდან, ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, გუნდს იგივე მეთაურები ეყოლება - ოთხი "ლა მასიელი". 

1. ლიონელ მესი

"ბარსელონას" ლიდერი გუნდის ძირითადი კაპიტანი 2018 წელს, ანდრეს ინიესტას წასვლის შემდეგ გახდა. არგენტინელი ათიანისთვის ეს სეზონი გუნდის კაპიტნის რანგში უკვე მესამე იქნება, "ბარსას" ფეხბურთელის რანგში კი მე-17. 

2. სერხიო ბუსკეტსი

ბუსკეტსი "ბარსელონას" პირველ გუნდში მე-13 სეზონს ჩაატარებს. ესპანელი ნახევარმცველი კაპიტნების ოთხეულში პირველად 2014 წელს მოხვდა. ჩავისა და ინიესტას წასვლის შემდეგ, მან მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. 

3. ჟერარ პიკე

ბუსკეტსის მსგავსად, 2020/21 წლების სეზონი პიკესთვისაც მე-13 იქნება. ის ერთადერთი მოთამაშეა ოთხეულში, რომელსაც "ბარსას" გარდა სხვა კლუბშიც უთამაშია. 

"ბაიერნთან" წაგების შემდეგ პიკემ განაცხადა, რომ თუ ეს საჭირო იქნებოდა, გუნდის დატოვებისთვის მზად იყო, თუმცა რონალდ კუმანმა მისი გაშვება არ ისურვა და 33 წლის მცველი "ბლაუგრანას" ისევ დაეხმარება. 

4. სერჟი რობერტო

28 წლის ესპანელი ფეხბურთელი "ბარსელონას" ძირითად გუნდში 2013 წლიდან თამაშობს. უკვე 3 წელია, ის კაპიტანთა შორის შედის, თუმცა, გასაგები მიზეზების გამო, სამკლავურის მორგება იშვიათად უწევს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #6 12 სექტემბერი 2020 18:59
    1
    გუნდის კაპიტანი უნდა იყოს ტერ შტეგენი. სტაბილურად კარგ თამაშთან ერთად ძლიერი ხასიათი აქვს, არ არის წაგებული მენტალიტეტის მქონე მოთამაშე. შეუძლია გუნდი მენტალურად დამუხტოს. რობერტო რომ კაპიტნებს შორის იქნება ეს ქინძი, ესე უჭირს ბარსელონას?
    Culé [?]
    #5 12 სექტემბერი 2020 18:16
    0
    ციტატა: me da barca
    რობერტოს კაპიტანობა არ გაიშვას. სერჟანტის წოდებაც ეყოფა. 😞

    კამპ-ნოუზე მეტოქე გუნდის გასახდელის დაცვაზე კარგად იყომარებდა, თამაშის ბოლოს მაისურებს გაუცვლიდა ხოლმე "ვარსკვლავებს" 😂 😂 😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 12 სექტემბერი 2020 17:22
    1
    რობერტოს კაპიტანობა არ გაიშვას. სერჟანტის წოდებაც ეყოფა. 😞
    ფანი [?]
    #3 12 სექტემბერი 2020 16:23
    1
    ციტატა: becool
    აქედან პიკეს შეუძლია კაპიტნობა რეალურად მხოლოდ .

    კაპიტანი ვერ “იკაპიტნებს” თუ გუნდი არ ეყოლება მესი ისეთი კაპიტანი და ლიდერობა რომელზეც ყველა გუნდი ოცნებობს რა პიკე რის პიკე დაცვაში ეგ აღარაა შედეგიანი ეგ აღარაა ერთადერთი რაც მაგას შემორჩა 3 მეტრიანი ენაა რომლის გამოც ბოლო წლებია დაცინვის ობიექტად იქცა მიუხედავად იმისა რო გულით კულე ვარ პიკე ჩემთვის იმის ნახევარი ლეგენდაც კი არ არის როგორიც ჩავი ინი პუიოლი მესი ან თუნდაც ბუსკეტსია ის არის ერთ-ერთი საშუალო დონის მცველი რომელმაც ბოლო წლებია თავი მაგრა გაიბანძა ისევ და ისევ თავისი სიტყვებით!
    Culé [?]
    #2 12 სექტემბერი 2020 15:46
    4
    აქედან პიკეს შეუძლია კაპიტნობა რეალურად მხოლოდ .
    ფანი [?]
    #1 12 სექტემბერი 2020 15:40
    10
    ტერ შტეგენზე მეტად მარტო მესი იმსახურებს კაპიტნობას