ფრანკ რაიკაარდს ნაკრებში რონალდ კუმანის ჩანაცვლება შესთავაზეს
- 12-09-2020, 13:45
-
WinGs
- 5

კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, ლეგენდარულ ფეხბურთელსა და მწვრთნელს, ფრანკ რაიკაარდს, ჰოლანდიის ნაკრების გაწვრთნა შესთავაზეს. მან შეთავაზებაზე უარი განაცხადა, რადგან კარიერა უკვე დასრულებული აქვს და მის განახლებაზე აღარ ფიქრობს.
როგორც გახსოვთ, რაიკაარდი "ბარსელონას" დამრიგებელი 2003-2008 წლებში იყო. ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციაში ფრანკს იდეალურ კანდიდატად მიიჩნევდნენ და სურდათ, მას ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე რონალდ კუმანი შეეცვალა, რომელიც "ბარსელონაში" ერთი თვის წინ მოვიდა.
რაიკაარდი ჰოლანდიის ნაკრებს სათავეში 1998-2000 წლებში ედგა. მისი გაწვრთნილი გუნდი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]