აგენტმა ანსუ ფატის მამას "ბარსელონას" პოზიცია გააცნო

აგენტმა ანსუ ფატის მამას "ბარსელონას" პოზიცია გააცნო

ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საფეხბურთო აგენტი, ჟორჟე მენდეში, რომელიც დაახლოებით ერთი თვეა, ანსუ ფატის სამსახურშია, ანსუს მამას, ბორი ფატის შეხვდა. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს. 

მენდეშმა ფატის მომავალთან დაკავშირებით "ბარსელონას" პოზიცია გააცნო, რომელიც კლუბის ტექნიკურ დირექტორთან მოლაპარაკებაზე შეიტყო. 

კლუბის გეგმა ასეთია: ანსუ გააფორმებს ახალ კონტრაქტს, რომელსაც ვადა 2023 წლამდე ექნება, მისი გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევრო იქნება და ფეხბურთელის ამაზე ნაკლებ ფასად გაყიდვაზე მოლაპარაკებები არ იწარმოებს, კლუბი ტრანსფერებს არ განიხილავს და ამ სეზონიდან ძირითად გუნდში ადგილსა და ახალ მაისურის ნომერს მისცემს. 

"ბარსას" შემადგენლობაში და ესპანეთის ნაკრებში თავის გამოჩენის შემდეგ, კლუბის ახალი მწვრთნელი, რონალდ კუმანი ფატის დაპირდა, რომ სასტარტო შემადგენლობის წევრად აქცევს. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 12 სექტემბერი 2020 19:05
    0
    და ამასში იღებს მილიონებს? ბართო ვერ ეტყოდა ფატის? რა იყო აქ მოსალაპარაკებელი ეგ აქ გავიგეთ მანამდეც ყველამ და ფატიმ ვერ გაიგო?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 12 სექტემბერი 2020 14:34
    1
    ციტატა: პავლოვიჩი56
    რატომ 2023 და არა 2025 ...ან მეტი ?!

    მგონი სრულწლოვანი, რომ არაა იმიტომ.
    ფანი [?]
    #4 12 სექტემბერი 2020 14:23
    1
    რატომ 2023 და არა 2025 ...ან მეტი ?!
    ფანი [?]
    #3 12 სექტემბერი 2020 13:28
    3
    მშვენიერია ანსუმანეეე აი ვინაა ბარსას ნამდვილი მომავალი
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    გვარდიოლა-სავიოლა
    სტუმარი [?]
    #2 12 სექტემბერი 2020 12:44
    5
    ფატი ბარსას მომავალია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 სექტემბერი 2020 12:10
    7
    ეს აგენტები ფულზე დაგეშილი წურბელები არიან. იმაზე ბევრად მეტს იღებენ, რაც ეკუთვნით. ის იტალიელი ხორცის ნაგლეჯი ხომ საერთოდ სხვა თემაა.