ყოფილი სკაუტი: პიკეს "არსენალში" გადასვლამდე ერთი ნაბიჯი აშორებდა

ყოფილი სკაუტი: პიკეს "არსენალში" გადასვლამდე ერთი ნაბიჯი აშორებდა

ლონდონის "არსენალის" ყოფილი სკაუტი, ფრენსის კაჯიჯაო, 2004 წლის იანვარს იხსენებს, როდესაც "მეთოფეები", მაშინ 16 წლის, ჟერარ პიკეს შეძენას ცდილობდნენ. ამის შესახებ კაჯიგაომ Evening Standard-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"ყველამ იცის, რომ ჟერარ პიკეს სულ ერთი ნაბიჯი აშორებდა ჩვენთან ["არსენალთან"] ხელშეკრულების გაფორმებამდე, თუმცა ექვსი თვის შემდეგ იგი "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდა.

მაშინ, კლუბსა და ჟერარის წარმომადგენლებს შორის კონტრაქტის პირობებზე შეთანხმება ვერ შედგა, რის გამოც ტრანსფერი ჩაიშალა", - თქვა მან.

ამ დროს, პიკე "ბარსას" 19-წლამდელთა გუნდში ასპარეზობდა. რამდენიმე თვით ადრე, "არსენალმა" "ლა მასიადან" სესკ ფაბრეგასის გადაბირება შეძლო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ჩიკო
    სტუმარი [?]
    #2 12 სექტემბერი 2020 13:04
    1
    კაი იქნა რომ არ გადავიდა , თორემ ვერაფერს მოიგებდა ლიგას ვერ მოიგებდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 სექტემბერი 2020 12:06
    3
    ამ არსენალში გადასვლაზე მეცინება. ესენი, თუ ვინმე კარგი ფეხბუთელი გაიჩითებოდა ყველას ყიდვასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ ვერცერთი ვერ იყიდეს.