"ბარსელონა" "სევილიას" მცველით დაინტერესდა

"ბარსელონა" "სევილიას" ახალგაზრდა მცველის, ჟიულ კუნდეს შეძენით დაინტერესდა - ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
ცნობილი არაა, ეცდებიან თუ არა კატალონიელები ფეხბურთელის დამატებას ამ სატრანსფერო ფანჯარაზე. ჯერჯერობით, ისინი კუნდეს უბრალოდ აკვირდებიან.
21 წლის ფრანგი ცენტრალური მცველი "ბორდოს" აღზრდილია, "სევილიას" შემადგენლობაში კი 2019 წლიდან ასპარეზობს. ამ ზაფხულში, მის მიმართ მადრიდის "რეალის" ინტერესზეც იწერებოდა.
Transfermarkt ჟიულ კუნდეს სავარაუდო ღირებულებად 30 მილიონ ევროს ასახელებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]