რივალდო: ლუის სუარესის გაშვება სარისკოა

რივალდო: ლუის სუარესის გაშვება სარისკოა

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რივალდო, "ბარსელონას" 33 წლის თავდამსხმელის, ლუის სუარესის, გუნდიდან შესაძლო წასვლას აფასებს. მისი თქმით, ურუგვაელის გაშვება "ბარსასთვის" რისკის შემცველია.

"ბარსელონა" გარდამავალ პერიოდშია, ახალი მწვრთნელითა და შემადგენლობის ცვლილებით. ასე რომ, რონალდ კუმანს საქმიანობის საკუთარი სტილის დანერგვისთვის დრო დასჭრიდება.

გასული სეზონი მარტივი არ ყოფილა და უკეთესი იქნება თუ გუნდი ამას დაივიწყებს და ახალ მიზნებზე კონცენტრირდება. "ბარსელონას" დიდებული ფეხბურთელები ჰყავს, გასახდელში სიტუაციაც გამოსწორდება.

ლუის სუარესის გაშვება სარისკოა. მომდევნო კვირებში, "ბარსელონას" ახალი თავდამსხმელის შეძენა დასჭირდება. 

ჭორების მიხედვით, ისინი მემფის დეპაის დამატებას ცდილობენ. ის შესანიშნავი მოთამაშეა, დიდი გამოცდილებით. თუმცა ახლა "ბარსას" სრულყოფილი შემტევი სჭირდება, დეპაი კი ასეთი არ არის.

თუნდაც კუმანს 9-იანის გარეშე თამაშის ცდა სურდეს, კლუბს აუცილებლად დასჭირდება უმაღლესი დონის თავდამსხმელის შეძენა", - რივალდოს სიტყვებს Betfair ციტირებს.

მედიაში არსებული ცნობების თანახმად, კატალონიური კლუბი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციის გასაძლიერებლად, ამჟამად, ლაუტარო მარტინესისა და მემფის დეპაის ტრანსფერებზე მუშაობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #10 11 სექტემბერი 2020 23:30
    3
    რივალდოს უფრო მეტი ესმის ვიდრე კუმანს :)))
    Culé [?]
    #9 11 სექტემბერი 2020 19:27
    4
    nika 54, აშკარად პრეზიტენტის სიგიჟე იყო გუნდის ბრთვი რო უნდა გაეშვა ... დაეტოვებინა - არაფრის მომცემი ტიპები . ესე სუარესის ან თუმდაც ალბას გაგდება გუნდიდან სიგიჟეა ახალგაზრდას გაზრდა თუ გინდა გამოცილთან ერთად უნდა ივარჯიშოს და ითამაშოს .
    nika 54,
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 11 სექტემბერი 2020 19:06
    2
    კუმანის მიღწევები მწვრთნელის რანგში:
    2001წ. ვიტესი 6 ადგილი.
    2002 აიაქსი 1 ადსგილი.
    2003 --------- 2 ადგილი.
    2004 --------- 1 ადგილი.
    2005 -------- 2 ადგილი.
    2006 ბენფიკა 3 ადგილი.
    2007 პსვ 1 ადგილი.
    2008 ვალენსია 10 ადგილი.
    2012 ფეინოორდი 2 ადგილი.
    2015 საუთჰემპტონი 7 ადგილი.
    21016 ----------------- 6 ადგილი.
    Culé [?]
    #7 11 სექტემბერი 2020 18:44
    1
    ციტატა: M10 S9 D11
    ციტატა: Messiah
    დატოვება უფრო სარისკოა


    ციტატა: M10 S9 D11
    მაგას ვიძახი ამდენი ხანია ზამენიდან იდეალურად გამოგვადგრბა სუა თვითონაც იძახის რო ზამენიდან ვითამაშებო ესენი კიდე უშვებენ


    25 მილიონი ზამენის კაცისთვის ნამეტარია . ვინმეს ვერ დაიმატებ და წინ დემბელეს და გრიზმანის იმედზე უნდა იყო მთელი სეზონი ?

    დაიკლებენ ხელფასსაც


    თუ დაიკლო უნდა დარცეს თAვისთავად .. მაგრამ რავიცი რამდენად რეალურია
    --------------------

    ForçaBarça
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 11 სექტემბერი 2020 18:42
    0
    ციტატა: Messiah
    დატოვება უფრო სარისკოა


    ციტატა: M10 S9 D11
    მაგას ვიძახი ამდენი ხანია ზამენიდან იდეალურად გამოგვადგრბა სუა თვითონაც იძახის რო ზამენიდან ვითამაშებო ესენი კიდე უშვებენ


    25 მილიონი ზამენის კაცისთვის ნამეტარია . ვინმეს ვერ დაიმატებ და წინ დემბელეს და გრიზმანის იმედზე უნდა იყო მთელი სეზონი ?

    დაიკლებენ ხელფასსაც
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #5 11 სექტემბერი 2020 18:38
    2
    დატოვება უფრო სარისკოა


    ციტატა: M10 S9 D11
    მაგას ვიძახი ამდენი ხანია ზამენიდან იდეალურად გამოგვადგრბა სუა თვითონაც იძახის რო ზამენიდან ვითამაშებო ესენი კიდე უშვებენ


    25 მილიონი ზამენის კაცისთვის ნამეტარია . ვინმეს ვერ დაიმატებ და წინ დემბელეს და გრიზმანის იმედზე უნდა იყო მთელი სეზონი ?
    --------------------

    ForçaBarça
    ფანი [?]
    #4 11 სექტემბერი 2020 18:23
    0
    ხვალ მესი რატო არ იქნება?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 11 სექტემბერი 2020 18:11
    1
    მაგას ვიძახი ამდენი ხანია ზამენიდან იდეალურად გამოგვადგრბა სუა თვითონაც იძახის რო ზამენიდან ვითამაშებო ესენი კიდე უშვებენ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 11 სექტემბერი 2020 17:56
    3
    ეხ ძმაო, რაც კუმანი მოვიდა მაგას ვუჩიჩინებთ მთელი ბარსამანია, მაგრამ რათ გინდა. ნუ მასწავლით საქმეს-ო.

    ციტატა: Truxilio
    სიგიჟეა ! ესეთი კლასნი ტიპის პოვნა მეორესი შეუძლებელია ! რომელიც დათანხმდება 30/45 წუთს ! !!!

    არადა რამდენი ხანია იძახის, ახალგაზრდაა საჭიროო, მე შეცვლაზეც ვითამაშებო, მთავარია გადავცე ღირსეულსო, მაგრამ რა. მოვიდა ახალი მწვრთნელი(ვერაფრით ვერ გავარკვიე იმ ოც წელიწადში რაც "ტრენერობს" რა მოიგო. პროსტო ხარიზმა მაქვსო და სტროგი ვარო) და პირდაპირ ამას არ ეტაკა.
    Culé [?]
    #1 11 სექტემბერი 2020 17:49
    5
    სიგიჟეა ! ესეთი კლასნი ტიპის პოვნა მეორესი შეუძლებელია ! რომელიც დათანხმდება 30/45 წუთს ! !!!