"ბარსელონა" ბელერინის იჯარას განიხილავს

"ბარსელონა" ბელერინის იჯარას განიხილავს

როგორც ცნობილი გახდა, "ბარსელონას" ნელსონ სემედუს თაობაზე საკმაოდ სარფიანი შეთავაზებები აქვს - კლუბს შანსი აქვს, პორტუგალიელი მარჯვენა მცველის სანაცვლოდ 40-50 მილიონი ევრო მიიღოს. 

იმის გათვალისწინებით, რომ რონალდ კუმანი სემედუს პოზიციაზე მოთამაშე სერჟი რობერტოს პროგრესით კმაყოფილია, "ბარსას" მხრიდან ტრანსფერზე უარი ნაკლებად მოსალოდნელია. 

იმ შემთხვევაში, თუ კატალონიური გუნდი სემედუს გაყიდის, Marca-ს ცნობით, კლუბი "არსენალის" მცველის, ექტორ ბელერინის გადმობირებას განიხილავს. 

ბელერინი "ბარსელონას" გრძელვადიან გეგმებში არ შედის და კლუბს მისი მხოლოდ იჯარით დამატება სურს.  

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #9 11 სექტემბერი 2020 17:13
    2
    ლესტერიდან პერეირა კარგი ვარიანტი იქენბოდა
    --------------------

    ForçaBarça
    Henry
    სტუმარი [?]
    #8 11 სექტემბერი 2020 16:20
    1
    დღეს წავიკითხე რო კუმანმა რო დეპაის ყიდვა გადაწყვიტა მაგიტო დაანება ბარსელონამ ობამეიანგზე ფიქრს თავიო, დეპაის გამო თ ობამეიანგზე თქვეს უარი მართლა დებილები არიან. რაც შეეხება ბელერინს ძალიან ხშირად ტრამვიანობს ამისი ერთი ჩატარებული სეზონი არ მახსოვს თავიდან ბოლომდე. არაა ცუდი მცველი მაგრამ ამისი ისევე როგორც სემედუს პრობლემა დაცვითი ასპექტია მგონი ამაზე ფულის ყრას ჯობია რო ემერესონი დააბრუნონ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 11 სექტემბერი 2020 16:05
    1
    ნუ გადამრიეთ ხალხო რა ბელერენი სემედუზე იძახით დაცბაში ვერ თამაშობსო და რობერტოზე პრახადნოი დვორი ბელერინი გინდათ? რა ლოგიკაა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #6 11 სექტემბერი 2020 15:34
    1
    ეს კლუბს საერთოდ არ უნდა გააკარო იუვარა მაშინ როცა ფორმის პიკში იყო.. და ეხლა როცა იმ დინეს ვერ აჩვენებს ეხლა რა საჭიროაა.. ამას სემედუ ჯობია ეხლანდელი სიტუაციით.
    Culé [?]
    #5 11 სექტემბერი 2020 14:48
    1
    დავაი ესეც იჯარით და ლაუტაროც იჯარით აიყვანონ ჯობს.დ როგორც ჩანს გამოსწორების გზას ადგას ბართომეო.დ
    ფანი [?]
    #4 11 სექტემბერი 2020 14:37
    2
    ციტატა: Mes cue un club 1899
    1.მოკლედ სემედო თუ მართლა 40 მილიონად გაიყიდა ბელერინის იჯრით აყვანა კაია გამოსყიდვის უფლებით ბელერინის იჯარა ალბათ 10 მილიონი ევრო და გარსიასთვისაც რჩება ფული რომ ამ სეზნონზევე იყიდონ.
    2.არსენალს ხო უნდოდა უმტიტი ხოდა ბელერისი გაცვქლონ მგონი კაი იდეაა ფულიც დარჩება 30 40 მილიონი

    ნამდვილად
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    Culé [?]
    #3 11 სექტემბერი 2020 14:01
    0
    რაღაც ინფორმაციებს ვეძებდი და დენაიერს ლიონის ცენტრალურ მცველს, ლიგა1_ში აქვს ვერატის შემდეგ ყველაზე მეტი აკურატული პასი.. რამოსის ტანის ფეხბურთელია და თამაშის სტილითაც მაგრად ვამსგავსებ.. სამწუხაროდ არ ვარ დანაკვირცები ლიონის მატჩებიდან და რაც ვნახე იუთუბიდან და სხვადასხვა სტატისტიკებით გვახატავს პორდაპირ..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 11 სექტემბერი 2020 14:00
    1
    უმთითი-სემედოს გაყიდვა და ბელერინი-გარსიას მოყვანა არის ძალიან ჭკვიანური
    მაგრამ გააკეთებს გამყიდველი ბართომეუ ამას?
    მეტი არ იქნა ჩემი მტერი
    გულშემატკივარი [?]
    #1 11 სექტემბერი 2020 13:55
    4
    1.მოკლედ სემედო თუ მართლა 40 მილიონად გაიყიდა ბელერინის იჯრით აყვანა კაია გამოსყიდვის უფლებით ბელერინის იჯარა ალბათ 10 მილიონი ევრო და გარსიასთვისაც რჩება ფული რომ ამ სეზნონზევე იყიდონ.
    2.არსენალს ხო უნდოდა უმტიტი ხოდა ბელერისი გაცვქლონ მგონი კაი იდეაა ფულიც დარჩება 30 40 მილიონი