მემფის დეპაისა და "ბარსას" შორის შეთანხმება მიღწეულია | France Football

  • 10-09-2020, 13:07
  • მემფის დეპაისა და "ბარსას" შორის შეთანხმება მიღწეულია | France Football

    კატალონიის "ბარსელონას" მხრიდან "ლიონის" შემტევის, მემფის დეპაის მიმართ ინტერესი ყველასთვის ცნობილია. ნიდერლანდელის შეძენა მის თანამემამულეს, რონალდ კუმანს ძალიან სურს.

    France Football-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება თითქმის მიღწეულია, მოსაგვარებელი კი მხოლოდ ფრანგული კლუბის დარწმუნებაა, რომელიც ლიდერს ადვილად არ შეელევა.

    როგორც წყარო იტყობინება, სარფიანი შეთავაზების მიღების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, რუდი გარსიას გუნდი 26 წლის ფეხბურთელის სურვილის წინააღმდეგ არ წავა და მის კატალონიურ გრანდში გადაბარგებას დასთანხმდება.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    BARCELONA FOREVER გულშემატკივარი [?]

    10 სექტემბერი 2020 16:22

    გუშინ დაიწერა საერთოდ არ დაკავშირებიაო ბარსა დეპაის და დღეს უკვე შეთანხმდნენ 😀

    2
    --------------------
    BARCELONA IS MY LIFE
    გასულია
    nika 54 Culé [?]

    10 სექტემბერი 2020 14:10

    მხარეებს შორის შეთანხმება თითქმის მიღწეულია, მოსაგვარებელი კი მხოლოდ ფრანგული კლუბის დარწმუნებაა, რომელიც ლიდერს ადვილად არ შეელევა.
    როგორც წყარო იტყობინება, სარფიანი შეთავაზების მიღების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, რუდი გარსიას გუნდი 26 წლის ფეხბურთელის სურვილის წინააღმდეგ არ წავა და მის კატალონიურ გრანდში გადაბარგებას დასთანხმდება.

    ანუ რა არის მიღწეული? ფეხბურთელთან "თითქმის" შეთანხმდა, "მოსაგვარებელი" კლუბის დარმუნებაა და თანაც ადვილად არ შეელევა? და კიდევ "სარფიან" შეთავაზებას ელოდება.
    მოკლედ რა არის მიღწეული მე ვერ გავიგე, ეგრე ნეიმარზე 2 წელია იწერება.

    3
    გასულია
    romani23 Culé [?]

    10 სექტემბერი 2020 13:53

    ეს არაფელს ნიშნავს, მთავარია გუნდები შეთანხმდნენ.

    3
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV