ლეო მესის დღის მეორე სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა არ მიუღია

ლეო მესის დღის მეორე სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა არ მიუღია

"ბარსელონას" პირველმა გუნდმა დღეს, დილას და საღამოს, 2-ჯერ ივარჯიშა.

კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ლიონელ მესი, სერხიო ბუსკეტსი, ფილიპე კოუტინიო, ფრენკი დე იონგი და ანსუ ფატი დღის მეორე სავარჯიშო სესიაზე არ გამოჩენილან. ამის მიზეზი ისაა, რომ მათი მონაწილეობა საღამოს ვარჯიშში დაგეგმილი არ იყო.

სამაგიეროდ, აღნიშნულმა ფეხბურთელებმა პირველი სავარჯიშო სესიის დროს სრული დატვირთვით იმუშავეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 10 სექტემბერი 2020 01:03
    2
    გამისკდა გული მეთქი ტრამვა მიიღოთქო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued