საკრალური ნომრები

საკრალური ნომრები

ერთი შეხედვით მეორე და მესამე ხარისხოვანია, თუ ვინ რა ნომერს მოირგებს, მაგრამ როგორც ვიცით, ეს ფეხბურთელებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. როგორც წესი, თავიანთთვის ბედნიერ რიცხვს ირჩევენ, სპორტსმენების უმრავლესობა ცრუმორწმუნეა და სჯერათ, რომ ნომერიც ეხმარებათ წარმატების მიღწევაში.

მაგალითად, ივან სამორანოსთვის ცხრიანი იმდენად საკრალური ციფრი იყო, რომ 1+8 დაიწერა მაისურზე, რადგან ცხრა ნომერი ბრაზილიელ რონალდოს ემოსა. ყოფილა შემთხვევა, წარუმატებელი სეზონი ნომრისთვის გადაუბრალებიათ და ალბათ რაღაც მსგავსი უტრიალებს თავში ანტუან გრიზმანს, რომელმაც 17 ნომრით ჩაატარა სეზონი, შვიდიანი კოუტინიოს საკუთრება იყო, მაგრამ "ბაიერნში" ისეთ დროს გადაბარგდა, რომ გრიზმანმა ახალი ნომრით რეგისტრაცია ვერ მოასწრო.

უცნობია, რა მოხდება ამჯერად, გრიზმანს შვიდიანი სურს, ხოლო კოუტინიო გუნდში დაბრუნდა, ათიანს ვერც ერთი ვერ მიიღებს, რადგან ლიონელ მესი "ბარსაში" დარჩა და კლუბის ისტორიაში ყველაზე საკრალური ნომერი მისი საკუთრებაა.

წავიდა ივან რაკიტიჩი და გათავისუფლდა ოთხნომრიანი მაისური, რომელიც თავის დროზე პეპ გვარდიოლასა და რონალდ კუმანს ეცვათ, ჯერჯერობით პრეტენზია არავის გამოუთქვამს, ეს ნომერი ერიკ გარსიასთვის იქნება მისაღები, თუ მისი ტრანსფერი განხორციელდა. რიკი პუჩი ექვსნომრიან მაისურთან არის ჩასაფრებული და ტობიდოს ბედის გადაწყვეტას ელის, რომ ჩავი ერნანდესის ნომერი მოირგოს, რიკი პუჩი "ბარსა ბ-ში" სწორედ ექვსი ნომრით თამაშობდა.

სავარაუდოდ წავა სუარესი და ვაკანტური გახდება ცხრანომრიანი მაისური, თუმცა, ისიც საკითხავია, ვინ მოვა მის ნაცვლად. "ბარსას" ძალიან ცოტა ფული აქვს მარაგში, ამიტომ თითქმის წარმოუდგენელია, რომ ერთდროულად შეიძინოს მემფის დეპაი და ლაუტარო მარტინესი. კუმანმა ჰოლანდიელის გაფორმება გადაწყვიტა, ცხრიანზე გრიზმანს განიხილავს და თუ კოუტინიომ შვიდიანი არ დათმო, ალბათ გრიზმანი ცხრიანს დასჯერდება.

დეპაის კი შვიდიანი უყვარს, ამიტომ გრიზმანის 17 ნომერი შეუძლია, რომ აიღოს. ასევე გამოთავისუფლდა "ბარსელონასთვის" კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნომერი. არტურის წასვლის შემდეგ რვა ნომერი თავისუფალია და დიდი ალბათობით, ამ ნომერს, ბრაზილიელში გაცვლილი პიანიჩი მოირგებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #4 9 სექტემბერი 2020 13:58
    0
    ციტატა: nika 54
    ციტატა: Ronaldinho..
    9 იანი. ჩემი აზრით ანსუმანეს ეკუთვნის.მომავალი მეფე👑

    არ გვინდა წინასწარ, მეფობის ტიტულის მინიჭება, როგორც მახსოვს: დემბელეც მეფედ მოვიდა, კოუტინიოც, არტურიც, ეხლა ამ ბავშვს წინასწარ ნუ გავაფეტიშებთ მითუმეტეს ჯერ მესიც კი არ გვიღიარებია მეფედ. და როცა წასვლა მოინდომა ამ სიბერეში სულ კრისა, მოღალატე, უნამუსო და დაუნახავი ვუწოდეთ.(მე არ მიწოდებია) ზოგი დღესაც ელოდება და რიხით გვიწერს, აქ ჩვენ რო წავიკითხოთ: მესი! ბოდიში გაქვს მოსახდელი-ო. თითქოს ძნელი იყოს მესის პირად გვერზე მისწერო რო ბოდიში აქვს შენთან მოსახდელი.

    არცერთისთვის არ მიწოდებია მე პირადად იმიტომრო ბარსაში არაფერი ქონდათ დამტკიცებული და
    ამ ბიჭმა 16-17 წლის ასაკისთვის ბარსაშიც დაამტკიცა თავისი დონე და ესპანეთის(!) ნაკრებშიც
    დაამტკიცა იასნია ცოტა გაზვიადებულია მარა ნუ მაგ სახელა ჩვენგან მინიმუმ
    იმსახურებს რო მომავალი დავინახოთ(რათქმაუნდა ბევრი აქვს ჯერ დასამტკიცებელი)
    Culé [?]
    #3 9 სექტემბერი 2020 13:17
    3
    ციტატა: Ronaldinho..
    9 იანი. ჩემი აზრით ანსუმანეს ეკუთვნის.მომავალი მეფე👑

    არ გვინდა წინასწარ, მეფობის ტიტულის მინიჭება, როგორც მახსოვს: დემბელეც მეფედ მოვიდა, კოუტინიოც, არტურიც, ეხლა ამ ბავშვს წინასწარ ნუ გავაფეტიშებთ მითუმეტეს ჯერ მესიც კი არ გვიღიარებია მეფედ. და როცა წასვლა მოინდომა ამ სიბერეში სულ კრისა, მოღალატე, უნამუსო და დაუნახავი ვუწოდეთ.(მე არ მიწოდებია) ზოგი დღესაც ელოდება და რიხით გვიწერს, აქ ჩვენ რო წავიკითხოთ: მესი! ბოდიში გაქვს მოსახდელი-ო. თითქოს ძნელი იყოს მესის პირად გვერზე მისწერო რო ბოდიში აქვს შენთან მოსახდელი.
    მწერალი [?]
    #2 9 სექტემბერი 2020 13:00
    0
    ციტატა: Ronaldinho..
    9 იანი. ჩემი აზრით ანსუმანეს ეკუთვნის.მომავალი მეფე👑


    ალალი იყოს, მე დავუთმობდი : )
    გულშემატკივარი [?]
    #1 9 სექტემბერი 2020 12:50
    0
    9 იანი. ჩემი აზრით ანსუმანეს ეკუთვნის.მომავალი მეფე👑