ვიქტორ ფონტი პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე: ეს მე-20 საუკუნის პროცესია

  • 8-09-2020, 22:47
  • ვიქტორ ფონტი პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე: ეს მე-20 საუკუნის პროცესია

    ჟოზეპ მარია ბართომეუსთვის უნდობლობის გამოცხადებისთვის საჭირო ხელმოწერების თითქმის ნახევარი უკვე შეგროვებულია, ბოლო ვადამდე კი 9 დღეა დარჩენილი. მიუხედავად იმისა, რომ ხმები საკმარისად სწრაფად გროვდება, მხარდაჭერის გამოცხადების პროცესი საკმაოდ რთულია და დინამიკას აფერხებს. 

    "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი და უნდობლობის გამოცხადების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვიქტორ ფონტი მიიჩნევს, რომ ეს შეზღუდვები და მოთხოვნები დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას თითქმის შეუძლებელს ხდის. 

    საკუთარი ხმის დაფიქსირების თითოეულმა მსურველმა (ასეთი სულ 16 000 უნდა იყოს) დოკუმენტი პირადად უნდა შეავსოს და წარადგინოს, რაც ისედაც ნელი პროცესია, პანდემიის გათვალისწინებით კი კიდევ უფრო რთულდება. 

    "ყველაფერი ძალიან ჩახლართულია. ეს მე-20 საუკუნის პროცესია, ელექტრონული ხელმოწერები და დოკუმენტების ელექტრონული ასლები არ გამოიყენება. ისეთ თანამედროვე ინსტიტუციას, როგორიც "ბარსელონაა", მსგავსი სისტემა არ უნდა ჰქონდეს. ეს სისტემა განზრახ არის შექმნილი ისე, რომ უნდობლობის გამოცხადებისთვის ხელმოწერების შეგროვება თითქმის შეუძლებელი გახდეს". - წერს ფონტი სოციალურ ქსელში.

    ამის მიუხედავად, პრეზიდენტობის კანდიდატი თვლის, რომ ხელმოწერების შეგროვება ამ პირობებშიც მოხერხდება. 

    "9000 ხელმოწერა და 9 დღე დარჩა. რატომ ვერ უნდა მოვასწროთ? ახლა წარმატების მიღწევა უფრო რეალურია, ვიდრე მაშინ, როცა ინიციატივა წამოვიწყეთ". 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV