ხავიერ ძანეტი: "ბარსელონასთან" მოლაპარაკებები არ გვაქვს

ხავიერ ძანეტი: "ბარსელონასთან" მოლაპარაკებები არ გვაქვს

მილანის "ინტერის" ლეგენდარულმა მცველმა, ხავიერ ძანეტიმ, რომელიც ამჟამად კლუბის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს, ლაუტარო მარტინესის "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა. 

"ამ წუთისთვის "ბარსელონასთან" მოლაპარაკებები არ გვაქვს. ნორმალურია, რომ ფეხბურთელები, რომლებიც კარგად თამაშობენ და ახალგაზრდები არიან, დიდი კლუბების ინტერესს იმსახურებენ, თუმცა როგორც მე ვიცი, მას სურს, რომ თამაში აქ გააგრძელოს". - თქვა ძანეტიმ. 

არგენტინელმა კომენტარი ლეო მესის შესახებაც გააკეთა:

"პანდემიამ გავლენა ყველა კლუბზე მოახდინა. "ინტერი" ნამდვილად არ იყო იმ მდგომარეობაში, რომ მესისთვის შეთავაზება გაეკეთებინა. "ბარსელონა" მესის სახლია, მისი დარჩენა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. მესი უბრალოდ ფენომენია და დარწმუნებული ვარ, რომ ის ნებისმიერ ლიგაში შესანიშნავად ითამაშებდა".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 8 სექტემბერი 2020 11:12
    0
    არ გაქვსთ და გაიკეთეთ ეგ ლაუტარო უკან, ანსუ ფატი 17 წლისაა და გაცილებით ძლიერი და პროდუქტიულია ვიდრე ლაუტარო... ფატი დადგება ფორვარდად და ითამაშებს შიგადაშიგ გრიზმანი ჩაანაცვლებს..
    Pique_3
    სტუმარი [?]
    #2 8 სექტემბერი 2020 09:58
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    ძალიან კარგი დაიტოვეთ მზით გაცვითეთ საერთოდ არაფერში არ სჭირდება ლაუტარო ბარსელონას

    გრიზმანს მაინც ჯობია🙃
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 7 სექტემბერი 2020 23:40
    2
    ძალიან კარგი დაიტოვეთ მზით გაცვითეთ საერთოდ არაფერში არ სჭირდება ლაუტარო ბარსელონას
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued