"ლა მასიას" ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელები

"ლა მასიას" ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელები

"ბარსელონას" აკადემია რომ ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენაში ერთ-ერთი საუკეთესოა, ეს, ალბათ, ყველასთვის ცნობილია.

მიმდინარე წლის ზაფხულში "ჟუვენილ ა-დან" "ბარსელონა ბ-ში" ახალი ტალანტები დაწინაურდნენ. Tribuna წარმოგივდგენს "ლა მასიას" 5 ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელს.

არნაუ ტენასი

19 წლის მეკარე ესპანეთის მომავალ ვარსკვლავად ითვლება. გასულ წელს ტენასი ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა. აღსანიშნავია, რომ რონალდ კუმანი პერსპექტიულ ფეხბურთელს პირველ გუნდთან ერთად ავარჯიშებს.

ილაიშ მორიბა

წარმოშობით გვინეელი ნახევარმცველი, რომელზეც დიდი იმედებს ამყარებენ, ასევე პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. გასულ სეზონში მორიბამ "ბარსა ბ-ს" რიგებში მონაწილეობა 11 თამაშში მიიღო და 1 გოლი გაიტანა. 17 წლის ფეხბურთელი სეგუნდა დივიზიონში დასაწინაურებელ ფლეი ოფის სამივე მატჩში "ბარსელონა ბ-ს" ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას გარსია პიმიენტაც დიდ ნდობას უცხადებს.

კონრად დე ლა ფუენტე

ამერიკელი შემტევი პირველ გუნდთან უკვე მიმდინარე წლის ზაფხულიდან ვარჯიშობს. იგი კატალონიური გუნდის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა, ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისა" და "ბაიერნთან" გამართული მატჩებისთვის უხმო.

19 წლის მოთამაშემ "ბლაუგრანას" სარეზერვო გუნდში მონაწილეობა 6 შეხვედრაში მიიღო, 3 გოლი გაიტანა და 1 ასისტი გააკეთა.

ჟერარ ფერნანდესი - პეკე

17 წლის ფეხბურთელი "ლა მასიას" ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ცენტრალურ თავდამსხმელად ითვლება. პეკემ "ბარსა ბ-ში" 7 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ახალგაზრდა შემტევს შესანიშნავად თამაში შეუძლია მარცხენა გარემარბის პოზიციაზე.

ნიკო გონსალესი

18 წლის ცენტრალურ ნახევარმცველს დაცვითი ფუნქციების დახვეწა ესაჭიროება, თუმცა იგი უკვე ძალიან კრეატიულ ფეხბურთელად მიიჩნევა. ნიკოს "ბარსა ბ-ში" არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია, თუმცა მან 19-წლამდელთა გუნდის რიგებში უეფა-ს ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა 6 თამაშში მიიღო და 1 ასისტი გააკეთა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    ფანი [?]
    7 სექტემბერი 2020 18:44
    0
    ყველა კარგი და პერსპექტიული ბიჭებია მე მორიბა მომწონს რაც ბარსაში(ნუ აკადემიაშია) მორიბა წელს თუ არა გაისად აუცილებლად უნდა დაწინაურდეს...
    Culé [?]
    7 სექტემბერი 2020 14:07
    0
    "ბარსელონას" აკადემია რომ ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენაში ერთ-ერთი საუკეთესოა, ეს, ალბათ, ყველასთვის ცნობილია.

    უფრო ისაა ცნობილი, რომ ამ გენიოსებს 5-10 მილიონად ყიდიან და მერე დაბრუნებაზე ჩალიჩობენ გაათმაგებულ ფასებში.
    Culé [?]
    7 სექტემბერი 2020 01:21
    1
    ამათგან რამდენს არ აუხდება ოცნება.
    ფანი [?]
    6 სექტემბერი 2020 23:03
    1
    აკიემეც კარგია და კოლადოც მაგრამ კოლადო 21 წლისაა