"ბარსელონა" კოუტინიოს არ გაყიდის
- 6-09-2020, 16:14
-
El Maestro
- 6

"ბარსელონას" შემტევი ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო შემდეგ სეზონს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში ჩაატარებს.
როგორც დღეს გავრცელდა ინფორმაცია, ბრაზილიელი მოთამაშე რონალდ კუმანის გეგმებში შედის და მასზე დიდი იმედები მყარდება. Marca-ს ცნობით კი ხელმძღვანელობამ სიტუაცია გააანალიზა და მისი შენარჩუნება გადაწყვიტა.
"ბარსელონა" კოუტინიოს გაყიდვაზე მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაფიქრდეს, თუ რომელიმე კლუბი, მის სანაცვლოდ, ძალიან დიდი თანხის გადასახდელად იქნება მზად, რაც კორონავირუსის პანდემიის მიერ გამოწვეული კრიზისის ფონზე, ნაკლებად სავარაუდოა.
28 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი იჯარით, მიუნხენის "ბაიერნში" გაატარა და ბავარიელებთან ერთად ტრიპლეტი გაიფორმა.
4 სექტემბერს კი ის "ბარსელონას" განკარგულებაში დაბრუნდა და მალევე სავარჯიშო სესიას შეუერთდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]