რაფინიას მომავალი გაურკვეველია
- 5-09-2020, 20:55
-
El Maestro
- 11

"ბარსელონას" ნახევარმცველის, რაფინია ალკანტარას მომავალი ბურუსითაა მოცული.
როგორც Mundo Deportivo იტყობინება, კატალონიელებს ბრაზილიელის გაყიდვით 16 მილიონი ევროს გამომუშავება სურთ, მაგრამ ასეთი თანხის გადამხდელი, ჯერ-ჯერობით, არ გამოჩენილა.
წყაროს ცნობით, რაფინიას შეძენით რამდენიმე გუნდი დაინტერესდა, მაგრამ ტრანსფერის პირობებს ისინი ვერ აკმაყოფილებენ.
27 წლის ნახევარმცველმა გასული სეზონი იჯარით, "სელტაში" გაატარა.
Sport-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი, რაფინიას შეძენა პრემიერ ლიგაში აღზევებულ "ლიდს იუნაიტედს" სურს და მხარეები მოლაპარაკებების საწყის ეტაპზე არიან.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]