ლუის სუარესმა "იუვენტუსთან" კონტრაქტი შეათანხმა
- 5-09-2020, 19:37
-
El Maestro
- 11

"ბარსელონას" თავდამსხმელი, ლუის სუარესი "იუვენტუსში" გადასვლასთან ახლოსაა.
Marca-ს ინფორმაციით, ურუგვაელმა ფეხბურთელმა ტურინულ კლუბთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა.
მხარეები "2+1" სქემით ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ, ხოლო წლიური ანაზღაურება, გადასახადების გარდა, 10 მილიონ ევროს შეადგენს. ვრცელდება ცნობები, რომ "იუვენტუსს", ასეთი ხელფასისთვის სახსრების გამოსაყოფად იტალიური საგადასახადო კანონმდებლობა დაეხმარა, რომელიც ესპანურისგან განსხვავდება.
ტრანსფერი "ბარსელონასთან" კონტრაქტის გაწყვეტის პროცესის გამო ჭიანურდება. კატალონიურ კლუბთან სუარესის კონტრაქტს ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება, მაგრამ ასევე არსებობს პუნქტი ხელშეკრულების ერთი წლით ავტომატურად გახანგრძლივებაზე, თუ ის 2020/21 სეზონში მატჩების 60%-ში მიიღებს მონაწილეობას.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]