ანსუ ფატი ცენტრალურ თავდამსხმელად | 3 სახის ტაქტიკური მონახაზი
- 5-09-2020, 18:29
-
kraken
- 11

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, რონალდ კუმანი ანსუ ფატის ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე სათამაშოდ გამოცდის.
ჩვენ კი 3 შესაძლო ტაქტიკური მონახაზი შეგვიძლია, განვიხილოთ, სადაც 17 წლის ვუნდერკინდი შეტევაში, მოწინავე პოზიციაზე იდგება.
1. მესი-ფატი-გრიზმანიამ შემთხვევაში ანსუ ლუის სუარესს პირდაპირ ჩაანაცვლებს, ხოლო მის გვერდით ფლანგებზე მესი და გრიზმანი იმოქმედებენ.
2. მესი-ფატი-დემბელე
კუმანმა ახსენა, რომ ის გრიზმანის ფლანგზე თამაშს არ აპირებს, ამიტომ, შეიძლება, ფრანგი მისმა თანამემამულემ, უსმან დემბელემ ჩაანაცვლოს.
3. კუმანის საყვარელი 4-2-3-1
რონალდ კუმანი ყველაზე ხშირად სწორედ 4-2-3-1 ტაქტიკას იყენებდა და ამ მონახაზს "ბარსელონას" შემადგენლობაც მოერგება, იმის გათვალისწინებით, რომ წინ ანსუ ფატი იმოქმედებს.
ასევე, ფილიპე კოუტინიოს ფლანგზე მოქმედება დაევალება. ამ პოზიციაზე ბრაზილიელი "ბაიერნში" თამაშობდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]