Sport: უახლოეს დღეებში ვიდალი "ინტერის" ფეხბურთელი გახდება

Sport: უახლოეს დღეებში ვიდალი "ინტერის" ფეხბურთელი გახდება

"ბარსელონას" ჩილელი ნახევარმცველი, არტურო ვიდალი, ორშაბათს ან სამშაბათს მილანის "ინტერს" შეუერთდება, იტყობინება Sport.

კატალონიური გამოცემის მტკიცებით, ტრანსფერის დასრულებამდე მხოლოდ ბოლო პროცედურები და სამედიცინო შემოწმებაღა დარჩა.

ვიდალს კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტებიც ჰქონდა, თუმცა მისთვის პრიორიტეტს ანტონიო კონტესთან ერთად კიდევ ერთხელ მუშაობა წარმოადგენდა.

არტურო "ბარსას" უფასოდ ან, მსგავსად რაკიტიჩისა, სიმბოლური თანხის სანაცვლოდ დატოვებს. მის ხელშეკრულებას ვადა მომდევნო ზაფხულში ეწურება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 5 სექტემბერი 2020 18:21
    0
    შკრინიარში მაინც გაეცვალათ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 5 სექტემბერი 2020 17:29
    1
    ვიდალს და სუარესს აძლევს ბარსა უფასოდ წასვლის უფლებას და კაპიტანს მესის არ მისცა შესაძლებლობა წასულიყო რატომ? იმიტომ რომ იდიოტია ბართუმეუ მხოლოდ ფულზე ფიქრობს მესის შვიდასად გავყიდიო იფიქრა მარა ოჯახს ბარსელონა ძალიან უყვარს და წასვლა არ უნდოდა მესი ამიტომ დარჩა ის ამბობდა რომ არ სჯეროდა ბარსას პროექტის მას მერე რაც მოხდა მარცხი ლისაბონში ლივერპულში და რომში ეს მესის ძალიან მწარედ დაამახსოვრდა ის ნეიმარს ითხოვდა არც ეს შეუსრულეს მასე რეალ მადრიდს მილიარდი ევრო ეწერა რონალდუს ღირებულება კონტრაქტში მარა ვერ გაყიდა 100 მლნ ევროდ? ასე უნდა მოქცეულიყო ბარსაც უტვინო რო გვყავს ბართუმეუ არც ტრანსფერები იყო სწორი გამართლებული ზოგიერთების გარდა მთლად ახალგაზრდებით რომ ითამაშოს ბარსელონამ იმდენს იზამს რომ დაშორდება ხუთეულსაც ჩემპ ლიგის ზონას ევროპა ლიგაზე ითამაშებდა ეს ლიგაც უცხო არაა გამოცდილება აქვს მარა ახალგაზრდებს არა პრიმერა დივიზიონშიც დაქვეითდებოდნენ ძალიან ასე რომ არ ღირს ახლა ექსპერიმენტების დრო არ არის