ანსუ ფატი: ლუის ენრიკემ მითხრა, რომ დებიუტით მესიამოვნა

ანსუ ფატი: ლუის ენრიკემ მითხრა, რომ დებიუტით მესიამოვნა

"ბარსელონას" 17 წლის ფეხბურთელი, ანსუ ფატი, ესპანეთის ეროვნული ნაკრებში დებიუტზე საუბრობს.

"ჩემთვის დიდი პატივია ვიყო მე-800 ფეხბურთელი, რომელსაც ნაკრებში უთამაშია. ჩემამდე აქ ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი ყოფილა. ახლა, დროა, ახალი შესაძლებლობებისთვის მუშაობა გავაგრძელო.

ლუის ენრიკემ მითხრა, რომ დებიუტი მხოლოდ ერთხელ ხდება, რომ ვყოფილიყავი მშვიდად და მესიამოვნა ამ მომენტით.

თამაშის შემდეგ, ოჯახის წევრებს დავურეკე, რადგან ისინი არიან პირველები, ვინც ყოველდღიურად მამხნევებენ და სირთულეების დაძლევაში მეხმარებიან".

ფატის თქმით, სადებიუტო, 17-ნომრიანი მაისური სამახსოვროდ შეინახა.

"ვაპირებ, ჩემს ყველა თანაგუნდელს მაისურზე ავტოგრაფი ვთხოვო. შემდეგ, მას სახლში "ბარსას" ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მაისურების გვერდით განსაკუთრებულ ადგილს მივუჩენ", - მის სიტყვებს ესპანეთის ეროვნული ნაკრების პრესსამსახური ციტირებს.

ფატის დებიუტი გასულ ხუთშაბათს, გერმანიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, შედგა. მან მოედანზე შეხვედრის მეორე ნახევარი გაატარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 5 სექტემბერი 2020 19:03
    0
    ციტატა: me da barca
    ნაკრების თანაგუნდელი უნდა ათრიო კლასიკოებში, აი ის ჯუნგლებიდან გამოქცეულ ცხოველს, რომ გავს.

    სერჟიკა 😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 5 სექტემბერი 2020 17:57
    2
    ნაკრების თანაგუნდელი უნდა ათრიო კლასიკოებში, აი ის ჯუნგლებიდან გამოქცეულ ცხოველს, რომ გავს.
    ფანი [?]
    #2 5 სექტემბერი 2020 14:50
    3
    წარმატებები შენ უნდა გახდე მომავალი ბარსას ლიდერი🔥
    ფანი [?]
    #1 5 სექტემბერი 2020 14:46
    4
    ძალიან მაგარი ბიჭი ხარ ანსუ! წარმატბები და იმედია ასეთი ტემპით გააგრძელებ პროგრესს 💜