რეკორდები, რომლებსაც ლეო მესი "ბარსაში" დარჩენის შემთხვევაში დაამხობს

რეკორდები, რომლებსაც ლეო მესი "ბარსაში" დარჩენის შემთხვევაში დაამხობს

ლიონელ მესი კატალონიის "ბარსელონაში" 20 წლის წინ ჩაირიცხა და არაერთი ბრწყინვალე რეკორდი დაამხო. ახლა კი TyC Sports გვთავაზობს რამდენიმე შედეგს, რომელიც არგენტინელს ჯერ კიდევ არ დაუფიქსირებია:

ყველაზე მეტი მატჩი "ბარსაში"

ლეო, 731 შეხვედრით, კატალონიური გრანდის ისტორიაში მეორე პოზიციაზეა და მხოლოდ ლეგენდარულ ჩავი ერნანდესს ჩამორჩება, რომელმაც აქტივში 767 დაპირისპირება ჩაიწერა. როგორც ვხედავთ, ორ ლეგენდას შორის სხვაობა მხოლოდ 36 მატჩია და დარჩენის შემთხვევაში, "ლა პულგას" მისი დამხობა არ გაუჭირდება.

ყველაზე მეტი გოლი ერთი კლუბის მაისურით

ამჟამად, მესის "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით 634 გოლი აქვს გატანილი და პელეს რეკორდის დამხობამდე, რომელმაც "სანტოსის" რიგებში მეტოქეთა კარის ბადე 643-ჯერ შეარხია, 10 ბურთიღა აშორებს.

ყველაზე მეტი სეზონი "ბლაუგრანაში"

2004-2005 წლების სეზონიდან 2019-2020 წლების სეზონამდე, მესიმ 16 სეზონის ჩატარება მოასწრო (იმდენივე, რამდენიც ანდრეს ინიესტამ, მიგელიმ და სადუმიმ). ამგვარად, კიდევ ერთი წლით (მინიმუმ) დარჩენის შემთხვევაში, იგი კარლეს რეშაკსა და ჩავი ერნანდესს გაუთანაბრდება. ხსენებული მოთამაშეები, 17-17 სეზონით, პირველ ადგილს იკავებენ.

ყველაზე მეტი ტიტული ერთ კლუბში

ამ დროისთვის, არგენტინელმა ვარსკვლავმა "ბარსელონაში" 34 თასი მოიპოვა. მომდევნო სეზონში ლეოს შანსი ექნება, რაიან გიგზს გადაასწროს, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში 36 ტიტული მოიგო.

ერთი კლუბის კაცი

მიუხედავად იმისა, რომ ეს ასპექტი რეკორდი არაა და ბევრი ფეხბურთელის დასახელება შეგვიძლია, რომელთაც საკუთარი კარიერა ერთ გუნდს მიუძღვნეს, სასიამოვნო იქნება, მათ ლეოც შეუერთდეს.

მსგავს მოთამაშეებს მიეკუთვნებიან: ლევ იაშინი (მოსკოვის "დინამო"), რიკარდო ბოკინი ("ინდეპენდიენტე"), რეინალდო მერლო ("რივერ პლეიტი"), ანტონიო რატინი ("ბოკა ხუნიორსი"), მიგელ ანხელ რუსო ("ესტუდიანტესი"), ომარ ასადი ("ველეს სარსფილდი"), პაოლო მალდინი ("მილანი"), გარი ნევილი, პოლ სქოულზი, რაიან გიგზი (სამივე "მანჩესტერ იუნაიტედი"), ფრანჩესკო ტოტი ("რომა") და კარლეს პუიოლი ("ბარსელონა").

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 4 სექტემბერი 2020 23:23
    0
    გიგზის რეკორდი რომ გააუმჯობესოს 3 ტიტული უნდა მოიგოს სეზონის ბოლოს რაც დღევანდილი სიტუაციიდან გამომდინარე შეუძლებელია თუმცა არა გამორიცხული.. დანარჩენი გამოწვევების გაუმჯობესება კი გაცილებით მარტივია..
    ფანი [?]
    #10 4 სექტემბერი 2020 23:04
    2
    Catalan,
    ჩემი აზრით გულშემატკივრებს უფრო აქვთ ბოდიში მოსახდელი.. ბარსას ისტორია დაწერა და ამის დაფასების მაგივრად მის საყვარელ კლუბის დატოვების იძულებამდე მიიყვანეს და ეს ვერ გაუგეს ნებისმიერი სხვა უკვე 2 სეზონის წინ იქნებოდა წასული..
    Culé [?]
    #9 4 სექტემბერი 2020 20:54
    3
    პელეს რეკორდიი დაიმხოო აჰჰააჰ :D
    ფანი [?]
    #8 4 სექტემბერი 2020 20:29
    4
    ციტატა: Amaterasu
    მესი ხალხთან ბოდიში გაქ მოსახდელი

    ნეტა სისულელებს არ მიაც-მოაცვამდე
    Culé [?]
    #7 4 სექტემბერი 2020 20:18
    2
    ციტატა: Amaterasu
    ციტატა: nika 54
    "ბარსაში" ლეო, 731 შეხვედრით, კატალონიური გრანდის ისტორიაში მეორე პოზიციაზეა და მხოლოდ ლეგენდარულ ჩავი ერნანდესს ჩამორჩება, რომელმაც აქტივში 737 დაპირისპირება ჩაიწერა. როგორც ვხედავთ, ორ ლეგენდას შორის სხვაობა მხოლოდ 36 მატჩია და დარჩენის შემთხვევაში, "ლა პულგას" მისი დამხობა არ გაუჭირდება.

    ანუ 737-731=36 ??? ხოოო!!!!

    ციტატა: Amaterasu
    მესი ხალხთან ბოდიში გაქ მოსახდელი

    რა ბოდიში? რო არ მიდის? წავა რა პრობლემაა.

    რო იჯდა მუნჯივით და ერთი ხმა არ ამოუღია და მამამისსს რო არბენიებდა იქით აქეთ. სუ რო ფეხებზე ეკიდა გულშემატკივარი და ბართომეუსთან ერთ ქვაბში რო მოხარშა ყველა ეგ ბოდიში.

    რომელი გულშემატკივარი? 80 000 კაცი რო სეცვივდა ბარსას ოფისში და რო დაამხო თვდაღმა ყველაფერი ის გულშემატკივარი?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 4 სექტემბერი 2020 19:59
    2
    ციტატა: Alien messi
    ციტატა: Amaterasu
    მესი ხალხთან ბოდიში გაქ მოსახდელი

    ხალხთან და ბართომეუსთან

    რა ბართომეუსთან 😂😂😂😂 ბართომეუს დედა მივაცენზურე ნეტა გამოვიდეს და აგინოს

    ციტატა: Griezzy7
    შემდეგი სეზონიდან ესეთი თავდასხმა გვეყოლებაა დიდი ალბათობით

    მესი გრიზმანი დეპაი დემბელე კოუტინიო ტრინკაო ფატი ბრეიტვეიტი

    კოუტინიოს ნახევარ დაცვაში დააყენებს კუმანი თავდასხმაში რო ვერ ითამაშა მაგიტო გაუშვეს იჯარით რა თავდასხმა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #5 4 სექტემბერი 2020 19:51
    1
    ციტატა: nika 54
    "ბარსაში" ლეო, 731 შეხვედრით, კატალონიური გრანდის ისტორიაში მეორე პოზიციაზეა და მხოლოდ ლეგენდარულ ჩავი ერნანდესს ჩამორჩება, რომელმაც აქტივში 737 დაპირისპირება ჩაიწერა. როგორც ვხედავთ, ორ ლეგენდას შორის სხვაობა მხოლოდ 36 მატჩია და დარჩენის შემთხვევაში, "ლა პულგას" მისი დამხობა არ გაუჭირდება.

    ანუ 737-731=36 ??? ხოოო!!!!

    ციტატა: Amaterasu
    მესი ხალხთან ბოდიში გაქ მოსახდელი

    რა ბოდიში? რო არ მიდის? წავა რა პრობლემაა.

    რო იჯდა მუნჯივით და ერთი ხმა არ ამოუღია და მამამისსს რო არბენიებდა იქით აქეთ. სუ რო ფეხებზე ეკიდა გულშემატკივარი და ბართომეუსთან ერთ ქვაბში რო მოხარშა ყველა ეგ ბოდიში.
    ფანი [?]
    #4 4 სექტემბერი 2020 19:47
    0
    ციტატა: Amaterasu
    მესი ხალხთან ბოდიში გაქ მოსახდელი

    ხალხთან და ბართომეუსთან
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 4 სექტემბერი 2020 19:47
    0
    "ბარსაში" ლეო, 731 შეხვედრით, კატალონიური გრანდის ისტორიაში მეორე პოზიციაზეა და მხოლოდ ლეგენდარულ ჩავი ერნანდესს ჩამორჩება, რომელმაც აქტივში 737 დაპირისპირება ჩაიწერა. როგორც ვხედავთ, ორ ლეგენდას შორის სხვაობა მხოლოდ 36 მატჩია და დარჩენის შემთხვევაში, "ლა პულგას" მისი დამხობა არ გაუჭირდება.

    ანუ 737-731=36 ??? ხოოო!!!!

    ციტატა: Amaterasu
    მესი ხალხთან ბოდიში გაქ მოსახდელი

    რა ბოდიში? რო არ მიდის? წავა რა პრობლემაა.
    ფანი [?]
    #2 4 სექტემბერი 2020 19:43
    3
    მესი ხალხთან ბოდიში გაქ მოსახდელი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 4 სექტემბერი 2020 19:42
    5
    პელეს რეკორდი დაიდოს ლომო ნუნტიტულები იქნება უეჭველი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued