თუ მესი დარჩა - ნაკლოვანებები და უპირატესობები

  • 4-09-2020, 12:57
  • თუ მესი დარჩა - ნაკლოვანებები და უპირატესობები

    Marca გვთავაზობს მორიგ სტატიას, სადაც განხილულია მესის შესაძლო დარჩენით გამოწვეული უპირატესობები და ნაკლოვანებები.

    დრო სწრაფად გადის, ორი კვირაც არ არის საჭირო, ლა ლიგისა და პრემიერ ლიგის განსაახლებლად. სატრანსფერო ფანჯარა ოქტომბრამდე ღიაა, მაგრამ გუნდებს სურთ რაც შეიძლება სწრაფად დაკომპლექტდნენ, კუმანსაც სურს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაერკვეს უნდა ჰქონდეს თუ არა მესის იმედი. "ბარსა" მესის და მესის გარეშე ორი სხვადასხვა გუნდია, შესაბამისად კუმანის გეგმებიც განსხვავებული იქნება.

    ამასობაში ლეოს დარჩენის შანსები იზრდება, იმედგაცრუებული და გაბრაზებულია, მაგრამ როგორც კი მოედანზე გავა და ბურთს შეეხება, ყველაფერი წარსულში დარჩება, მარტში კი ბართომეუც სამუდამოდ დაგვიქნევს ხელს, რაც მესის ხასიათზე აუცილებლად პოზიტიურად იმოქმედებს.

    უპირატესობები

    • უხეშად და ზედაპირულად, მხოლოდ სტატისტიკურად რომ ვიმსჯელოთ, მესის დარჩენა გარანტიაა იმისა, რომ "ბარსა" ბევრს გაიტანს, ლა ლიგაში მასზე გამტანი ფეხბურთელი არ არსებობს, არც მასზე მაგარი მეპასე, ლა ლიგაში კი არა, მსოფლიოშიც იშვიათად მოიძებნება. წინა სეზონში თავის სტანდარტებთან შედარებით ბევრი ვერ შეაგდო, მაგრამ სეტიენის ხელში, ეგეც კარგი შედეგია. აი პასებს რაც შეეხება, ჩავი ერნანდესს გადაასწრო და მისი დარი შედეგი, მხოლოდ კევინ დე ბრუინს ჰქონდა, პრემიერ ლიგაში. მესი იმის გარანტიაა, რომ "ბარსა" ტიტულებისთვის იბრძოლებს.
    • ლეოს დარჩენა, ასე თუ ისე, სიმშვიდეს შემოიტანს, რადგან მისი წასვლა ისედაც ცუდ ფორმაში მყოფი ვეტერანებისთვის განაჩენი იქნება. სანამ მესია მოედანზე, მცირე შანსი მათაც აქვთ, რომ მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეთ გუნდის შენების პროცესში, მესის გარეშე კი ყველა ჩათვლის, რომ ერთიანი წმენდის დროა, აღარც მოტივაცია შერჩებათ და სეზონის პოზიტიურად ჩამთავრდება ძალიან გაჭირდება.
    • მესის "ბარსასთვის" დიდი შემოსავალი მოაქვს. იმ პირობებში, როცა კლუბი ფინანსურ კრიზისშია და მომდევნო სეზონში გაცილებით უარეს მდგომარეობას ელის, მესის დარჩენა არსობრივად მნიშვნელოვანია.
    • ბუნდოვანია სიტუაცია ლაუტაროსთან დაკავშირებით, სუარესი წასვლას აპირებს, კუმანი გრიზმანს მის ადგილზე დააბრუნებს, მაგრამ რამდენად შეძლებს ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაშს, რთული სათქმელია. რამდენჯერმე ვალვერდემაც გაამწესა ამ პოზიციაზე, მაგრამ დიდი სხვაობა ვერ შევნიშნეთ, როგორც გარემარბად ირჯებოდა, ისე ითამაშა ფორვარდის პოზიციაზეც, ყველაზე უკეთ "მეორე ფორვარდად" გაისარჯა, სეტიენის ხელში. ამ გაურკვევლობის გამო, ლაუტაროს ტრანსფერი აქტუალობას არ კარგავს, მესისთან ერთად კი, ტრანსფერის განხორციელება გაცილებით მარტივი იქნება.

    ნაკლოვანებები

    • "ბარსა" ხელფასების შემცირებას აპირებს, სხვანაირად გაკოტრების ზღვარზე იქნება. წინა ჯერზე როგორ შეიმცირეს ხელფასები, ყველას გვახსოვს, მესი დათანხმდა და ავტომატურად ყველამ თანხმობა განაცხადა, ამჯერად ლეო ხელფასის შემცირებაზე დათანხმებას არ აპირებს, მით უმეტეს, ასეთი ამბების შემდეგ და რადგან კაპიტანი ამას არ გააკეთებს, ალბათ არც დანარჩენი ვეტერანები დათანხმდებიან, ეს კი "ბარსას" უმძიმეს სიტუაციაში აგდებს. ეს პარადოქსია, ერთი მხრივ მესის დარჩენას კლუბისთვის დამატებითი შემოსავალი მოაქვს, მეორე მხრივ კი იმდენი მიაქვს, რომ კრიზისისგან თავის დაღწევა გაჭირდება. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ამჯერად რა შემოსავალს მოუტანს ლეო კლუბს, თუ ვირუსის მეორე ტალღით ვიმსჯელებთ, იმაზე დიდ თანხებს ნამდვილად ვერ მოიზიდავს, რამდენსაც წაიღებს.
    • კუმანს სუარესის დატოვება არ სურს, რაკიტიჩი კი უკვე გაუშვა. ეს პრობლემაა, რადგან მესი პირველად აღმოჩნდება კლუბში ახლო მეგობრის გარეშე, კარიერის სტარტზე ეტო’ო და რონალდინიო, უმცროსი ძმასავით ეპყრობოდნენ, შემდეგ იყვნენ ჩავი და ინიესტა, ბრწყინვალე დუეტი დანი ალვესთან, "ბარსაში" მოვიდა ხავიერ მასკერანო, რომელიც ლეოს ახლო მეგობარი იყო, შემდეგ ტრიოს ჯერი მოვიდა, ნელ-ნელა კი გუნდი დაიცალა მისი მეგობრებისგან. უკანასკნელი, ლუის სუარესი აღმოჩნდა, თუმცა ურუგვაელი ჯერ კიდევ კლუბშია.
    • მესის ყველაზე და ყველაფერზე, ძალიან დიდი გავლენა აქვს, მასსა და კუმანს შორის პირველი შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა. ეს ცუდი დასაწყისია, როგორ განვითარდება მათი ურთიერთობა, ამას დრო გვიჩვენებს, მანამდე კი იმის თქმა ნამდვილად შეგვიძლია, რომ არც ერთი არაფრის დათმობას არ აპირებს. მესისთან თუ დათმობაზე არ მიდიხარ, ესე იგი, პრობლემები გაქვს. თავად გვარდიოლამაც კი ბევრი დათმო! დათმო ტატამ, ლუის ენრიკემ მკაცრად დაიწყო და ამან კონფლიქტიც გამოიწვია, შემდეგ კი ტრიოდან სათითაოდ ეკითხებოდა თითოეულს, სურდათ თუ არა მოედნის დატოვება, ასე ათანხმებდა მათთან საქმეს და ამაში ცუდი არაფერია, უბრალოდ ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ფეხბურთელები უფრო მაღლა დგანან, სად გინახავთ ფერგიუსონი, ან მოურინიო, ფეხბურთელს ეკითხებოდეს, სურს თუ არა, მოედნის დატოვება? რა თქმა უნდა, არავის სურს. ვალვერდესთვის მესი მეფე იყო, ამიტომაც აფასებდა ლეო, ერნესტომ იცოდა მისი ფასი. აი რონალდ კუმანი თავის დახრას არ აპიერებს და არც ის კაცია, ფეხბურთელს რომ ცვლილებებს შეუთანხმებს.
    • წესით პრობლემა უნდა იყოს პუბლიკაც, მაგრამ ჯერ ერთი, მოედანზე შესვლას ვერ შეძლებენ, მერე მეორე, რომც შევიდნენ, მესის არავინ დაუსტვენს, პირიქით, დარჩენისთვის მადლობას გადაუხდიან, არ აქვს მნიშვნელობა როგორ და რატომ დარჩა, მათ ესმით, რომ ამ წლების განმავლობაში, მხოლოდ არგენტინელია იმის მიზეზი, რომ ყველაფრის მიუხედავად, "ბარსა" ტიტულების მოგებას ახერხებდა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    becool ფანი [?]

    4 სექტემბერი 2020 15:49

    მესიზე ხელმძღვანელობა და მწვრთნელი დამოკიდებული აღარ უნდა იყოს .
    10 წელია ასეა და ამან დიდი შედეგები არ მოიტანა ...

    0
    გასულია
    Fsicofat წევრი [?]

    4 სექტემბერი 2020 13:58

    უბრალოდ სირცხვილია ჯერ ისრო ძალით ტოვებენ მერე მეორე ადამიანს არჩევანის საშუალებას არ უტოვებენ,, და კიდე უარესი მოღალატედ შერაცხესს უკვე თეო ბარსა და ლუკამესი 2009,, მსგავსმა ფანებმა ... ლეო უნდა იყოს პრეზიდენტიც ტრენერიც და ტრანსფერებსაც აკეთებდეს და დაინახავთ როგორ იფრენს კამანდა ,, ან ვინებს ყიდულობენ ლამაზი სახელები მაინც ქონდეთ, ბრეითვეიტი, ფატი, კუკლა, მარი, ეკა ვინმე კაცი იყიდონ არ შეილება? და ცოტა მაღალი რაც მახსოვს მარტო პიკეა მაღალი დანარჩენი ჯუჯები

    4
    გასულია
    Iniesta_8 ფანი [?]

    4 სექტემბერი 2020 13:20

    მესის დარჩენის მთავარი უპირატესობა ფინანსური მოგებაა. ალბათ კლუბის შემოსავალის 50% მესიზე მოდის და მაგიტომ არ მინდა რომ წავიდეს. ახლა ტრასნფერებისთვის ბლომად ფულია საჭირო. ხო კიდე მეის თუ წავა მეეჭვება დემბელეს ან გრიზმანის გამო ვინმე წესიერი გადმოვიდეს ბარსაში.

    1
    გასულია
    ბარსა La Albiceleste ახალბედა [?]

    4 სექტემბერი 2020 13:13

    არ არის დრო კიდევ 1 ფუჭად გავლილი წლის და ლოდინი იმის რომ მესი რას იზამს დაიკიდებს თუ თამაშს გადაწყვეტს.
    ეჭვგარეშეა რომ ეხლა ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილება გუნდისთვის მესის წასვლაა. რაც უფრო მალე მოხდება ეს მით მალე დაიწყება ახალი ციკლი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოჯადოვებულ წრეზე იტრიალებს გუნდი

    5
    გასულია
    basa7 Culé [?]

    4 სექტემბერი 2020 13:09

    მთავარი ის კი არ არის კუმანმა ძალისმიერად თავისი გაისწოროს, მან მესის ნდობა უნდა მოიპოვოს და ნებისმიერი მისი გადაწყველების სისწორე შედეგმა უნდა დაამტკიცოს, მერწმუნეთ ამის მერე არც მესი არ შევა წინააღმდეგობაში როცა მის ნდობას მოიპოვებს და უპირველესი დამცველიც მესი ეყოლება

    3
    გასულია
    ჩიკო წევრი [?]

    4 სექტემბერი 2020 13:09

    ამხელა დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეს მესის.მიუხედავად იმისა რომ მესია . გუნდი უნდა იყოს შეკრული

    4
    გასულია
    C.PC5 წევრი [?]

    4 სექტემბერი 2020 13:00

    უპირატესობა მესის სტატისტიკაა სუას თუ დატოვებენ ხო ვაფშე, ნაკლი ის იქნება რომ შეიძლება მესის დაუწყონ ისევ ყურება და არაფრის გაკეთებაზე იფიქრონ. იმედია კუმანი მოიყვანს აზრზზე ყველას.

    1
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV