"ბაიერნი" ფილიპე კოუტინიოს მადლობას უხდის
- 2-09-2020, 23:13
-
DaviD_ViLLa_7
- 3

მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობის წარმომადგენლები, კარლ-ჰაინც რუმენიგე და ჰასან სალიჰამიჯიჩი, ბრაზილიელ ვარსკვლავს, ფილიპე კოუტინიოს, რომელიც "ბარსელონაში" ბრუნდება, ემშვიდობებიან.
"ბლაუგრანას" საკუთრებაში მყოფმა ფილიპე კოუტინიომ გერმანულ კლუბში 2019/20 წლების სეზონი გაატარა, რომელიც დაუვიწყარი აღმოჩნდა. 28 წლის მოთამაშემ "რეკორდმაისტერთან" ერთად ტრებლი მოიგო.
"გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ კოუტინიოს. მან, კრეატიულობისა და საოცარი ტექნიკის წყალობით, ჩვენი გუნდი გასულ სეზონში გააძლიერა, რომლის დროსაც ტრებლი მოვიგეთ.
ფილიპეს კარიერის შემდგომ ეტაპზე ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ. სამწუხაროდ, კოუტინიომ, ტრავმისა და ოპერაციების გამო, ხშირად ვერ ითამაშა, მაგრამ მას ტრებლში შეტანილი წვლილით შეუძლია იამაყოს, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში. წარმატებები, ფილიპე!", - განაცხადა "ბაიერნის" აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ.
"მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნისა" და კოუტინიოს გზები მხოლოდ ერთი სეზონის შემდეგ გაიყო, კლუბისადმი მისმა ერთგულებამ ცხადყო, თუ რამდენად დიდებული ფეხბურთელია ფილიპე", - განაცხადა "რეკორდმაისტერის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]