ლიონელ მესი და "ბარსელონას" პრეზიდენტები

ლიონელ მესი და "ბარსელონას" პრეზიდენტები

მოგესალმებით, "ბარსელონაში" არსებული ვითარება უკვე დიდი ხანია დამაკმაყოფილებელი არ გახლავთ, მეტიც, დაძაბულობა სხვადასხვა ასპექტში სწრაფი ტემპით მატულობს. 

მთავარი საკითხი რა თქმა უნდა, ლიონელ ანდრეს მესია, 33 წლის არგენტინელი კაპიტანი, რომლის კატალონიური მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. დიახ, საუბარია "ბარსელონას" ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეზე. ამჟამინდელი ხელმძღვანელობა იმ დონემდეც მივიდა, რომ ასეთი მოთამაშის შენარჩუნებაც უჭირს. ამრიგად, უკვე დიდი ხანია იწერება, რომ მესის იმ კლუბის დატოვება სურს, სადაც კარიერის დასრულების სურვილი არაერთხელ გამოთქვა. 

ახლა კი მსურს უბრალოდ საინტერესო სტატისტიკა/ფაქტი შემოგთავაზოთ, რომელზეც წინასწარ ვამბობ, რომ ეს მხოლოდ ციფრებია... 

როგორც უკვე ვიცით, მესი "ბარსელონას" პირველ გუნდში 2004 წლიდან თამაშობს, მაშინ კლუბის პრეზიდენტი (38-ე) ჟოან ლაპორტა გახლდათ, მისი მმართველობის პერიოდში (2003-2010) მესიმ 11 ტიტული მოიგო. 

სანდრო როსელი - 2010 წლის პირველ ივლისს, ლაპორტა თანამდებობაზე სანდრო როსელმა ჩაანაცვლა, როსელის მმართველობა თითქმის 4 წელი გაგრძელდა, ამ პერიოდში კი არგენტინელმა ვარსკვლავმა გუნდთან ერთად 9 ტიტული მოიგო. 

ჟოზეპ მარია ბართომეუ - "ბარსელონას" გულშემატკივრებს დღესდღეობით, ალბათ ეს ადამიანი უფრო სძულთ ვიდრე მადრიდის "რეალი" (ჩემი სუბიექტური აზრი) თუმცა მხოლოდ სტატისტიკის დონეზე ფაქტია, რომ მესიმ სწორედ "ბართომეუს "ბარსელონაში" მოიგო ყველაზე მეტი - 13 ტიტული. დიახ მეგობრებო, ეს მხოლოდ სტატისტიკაა, რადგან საპირისპიროდ შეგვიძლია მხოლოდ "ლივერპულით" (0-4), "პარი სენ-ჟერმენით" (0-4), "ბაიერნით" (2-8) და "რომა" (0-3) შემოვიფარგლოთ.... დანარჩენი ისტორიაა... 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 3 სექტემბერი 2020 00:19
    2
    ბართომეუ გაასხი
    გულშემატკივარი [?]
    #2 2 სექტემბერი 2020 23:10
    1
    ხალხოოო მოღჩა შეხვედრა მესის მამასა და ბართომეუს შორის
    რედაქტორი [?]
    #1 2 სექტემბერი 2020 21:12
    4
    რახან მესის წასვლა სრული უაზრობა და უსამართლობაა.. მეც ასე, უაზრო სტატიით ვემშვიდობები :/
    --------------------
    “No Matter Where Are You I Will Always Support And Love You ♥ ..”

    No Country for Old Men ❤️

    R e t i r e d