ოფიციალურად: "ბარსელონა" სეზონს ამხანაგური მატჩით დაიწყებს

ოფიციალურად: "ბარსელონა" სეზონს ამხანაგური მატჩით დაიწყებს

"ბარსელონას" ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი სეზონის პირველ თამაშს 12 სექტემბერს გამართავს. 

რონალდ კუმანის გუნდი ტარაგონას "ჟიმნასტიკთან" ამხანაგურ შეხვედრას იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს. მსტჩი თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება. 

"ბარსა" "ნასტიკს" ესპანეთის ჩემპიონატში ბოლოს 2007 წელს შეხვდა და სტუმრად 5-1 მოუგო. პრიმერა დივიზიონში გამართული 10 შეხვედრიდან 8 "ბლაუგრანას" გამარჯვებით, 2 კი ფრედ დასრულდა. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.