"იუვენტუსს" ლუის სუარესის ხელში ჩაგდება უფასოდ სურს

"იუვენტუსს" ლუის სუარესის ხელში ჩაგდება უფასოდ სურს

მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება ლიონელ მესის სატრანსფერო თემისკენაა მიმართული, ლუის სუარესის საქმე თითქოს მიყუჩდა.

მთავარი იტალიური გაზეთები, Gazzetta Dello Sport და Corriere dello Sport დღევანდელი ნომრის გარეკანზე სწორედ ურუგვაელი შემტევის ფოტოს აქვეყნებენ.

ხსენებული წყაროების ცნობით, ლუისს "იუვენტუსი" 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, სეზონურად კი ფეხბურთელი 10 მილიონ ევროს მიიღებს.

ცნობილია, რომ "ბებერი ქალბატონი" "ელ პისტოლეროს" სატრანსფერო ღირებულების გადახდას ვერ შეძლებს, ამიტომ ყველაფერი თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული, რომელმაც კლუბის დატოვება უფასოდ უნდა სცადოს. ეს კი მაშინ მოხდება, თუ "ბლაუგრანა" ლუისს ამჟამინდელი კონტრაქტის შეწყვეტაზე დათანხმდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 2 სექტემბერი 2020 21:28
    0
    მოხარშული წაბლი არ უნდათ ზმეიკიანი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 2 სექტემბერი 2020 18:15
    4
    უფასო იყოს და იტალიელები (და არა მარტო) ნეხვსაც კი წაიღებენ, აქეთ კი იმ ნეხვსაც არ მოგცემენ უფასოდ.
    ფანი [?]
    #1 2 სექტემბერი 2020 17:45
    7
    ვარიგებთ ვარსკვლავებს. ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: [email protected]