მემფის დეპაი: არასდროს მითქვამს, რომ "ლიონის" დატოვება მინდა

მემფის დეპაი: არასდროს მითქვამს, რომ "ლიონის" დატოვება მინდა

"ლიონის" ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა, მემფის დეპაიმ მის მიმართ "ბარსელონას" დაინტერესებაზე ისაუბრა.

"მე არასდროს მითქვამს, რომ "ლიონის" დატოვება მინდა. როცა რაღაცას ვამბობ, ეს ბევრჯერ მახინჯდება. კონტრაქტით კიდევ ერთი წელი დამრჩა, მე კაპიტანი ვარ და ჩვენ კარგი გუნდი გვყავს. საკუთარ თავსა და მიზნებს კარგად ვგრძნობ.

კუმანთან ჯერ არ მისაუბრია. ის ჩემს გამოჯანმრთელებით პროცესში იყო ჩართული, რომში ჩემ სანახავად მოვიდა და როცა ნიდერლანდების ნაკრებში ვვარჯიშობდი, მაშინაც ჩემთან ერთად იყო, ასე რომ კარგი ურთიერთობა გვაქვს.

ახლა ის "ბარსელონას" წვრთნის, თუმცა მე "ლიონზე" ვარ ფოკუსირებული. ეს სიმართლეა, რომ შემიძლია დიდ კლუბებზე ვიოცნებო, მაგრამ ვნახავთ, რა მოხდება." - ციტირებს დეპაის სიტყვებს Marca.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 2 სექტემბერი 2020 17:08
    5
    ამას თავი რაღაც გონია ??? არ დაიფასა უცებ :D იყავი სადაც ხარ