ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი

ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი

მესისთვის კონტრაქტი უკვე გამზადებულია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაფორმდება, თუ უფასოდ შეძლებს წასვლას, ან სატრანსფერო ფასი საგრძნობლად შემცირდება. მისი ხელფასი 5 წლის განმავლობაში (3 "სიტიში", 2 "ნიუ იორკ სიტიში") ისედაც უტოლდება 700 მილიონ ევროს, ამის პარალელურად კიდევ 700 მილიონი ევროს გადახდა წარმოუდგენელია. არაბებს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ ამის გაკეთება, მაგრამ ასე სამართლიანი თამაშის წესები დაირღვევა, ეს იმ პირობებში, როცა მათ ერთხელ უკვე დაარღვიეს ეს წესები და ძლივს გადაურჩნენ 2 წლიან ბანს. ამის წინააღმდეგ თითქმის ყველა მწვრთნელმა გაილაშქრა, მათ შორის ჟოზე მოურინიომ: "თუ წესები დაარღვიეს, რატომ მოუხსნეს ბანი? თუ არ დაურღვევიათ, ამხელა ჯარიმა რისთვის დააკისრეს?! ეს აბსურდია!" - თქვა პორტუგალიელმა და უნდა აღინიშნოს, რომ მართალია.

ასეთი სკანდალის შემდეგ, "სიტი" რისკზე აღარ წავა.

მესის უფასოდ დამატების შემთხვევაში, ასეთი სურათი გვექნება:

  • ლეო წელიწადში 124.6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს
  • თვეში - 10.4 მილიონი ევრო
  • კვირაში - 2.4 მილიონი ევრო
  • დღეში - 341.000 ევრო
  • საათში - 14.200 ევრო

არგენტინელი მაშინაც კი გამოიმუშავებს თანხას, როცა სძინავს.

რონალდ კუმანი ხვდება, რომ მესის ამბავი გუნდზე ნეგატიურად მოქმედებს, კუმანი მტკიცე ხასიათის მწვრთნელია, ამიტომ ბართომეუს განუცხადა, რომ თუ ლეოს წასვლა სურს, ჯობია რაც შეიძლება სწრაფად მისცენ წასვლის საშუალება. კუმანს არ სჭირდება გუნდში ფეხბურთელი, რომელსაც "ბარსაში" თამაში აღარ სურს.

კომენტარი გააკეთა ვიქტორ ფონტიმაც: "დარწმუნებული ვარ, რომ მესის ეს გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ მიუღია, ეს კარგად და დიდხანს ნაფიქრი არჩევანია."

წყარო - The Sun.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 2 სექტემბერი 2020 17:26
    0
    ტიპს რამხელა ფულს უხდის ბარსა და მარტო მაგით უხდის იმის სამაგიეროს რაც გაუკეტებია სტადიონზე მესის , თუმცა ბოლო 4 სეზონია ტიპი ცასვრილი დადის გადამწყვეტ მომენტში არანაირი მოტივაცია და შემართება რაენაღვლება სეირნობაშიც ფული მისდის, ხალხს 14000 ათასი საათში კიარა 14 ლარი ენატრება თვეში რომ პური იყიდოს და ამის კრისობა ნახე ტოო.. ბარსა მესის გარეშე თან ისეთი მესის გარესე რაცაა ბოლო წლებია გაცილებით უკეთეს ფეხბურთს ითამასებს ვიდრე თამაშობდა... ბარსა ბარსაა და არ დანებდება წამოდგება და კვლავ დაწერს დიად ისტორიას ..
    ფანი [?]
    #1 2 სექტემბერი 2020 14:18
    5
    აუ მოიტყ... უკვე ტვინი რა თუ წასვლა უნდა გაუშვან მე პირადათ მინდოდა რო ბარსაში დაესრულებინა კარიერა მარა სავსე ტრიბუნებიდან მარა თუ თვითონ არ უნდა წავიდეს კაცო, ის უფრო უარესია რო ძალით დატოვონ!!! დროა ცვლილებების და დროა გუნდი გადაეჩვიოს ერთ კაცზე დამოკიდებულ ფეხბურთს და გუნდურ თამაშს. მე კუმანზე დიდ იმედებს არ ვამყარებ მარა ამ მდგომარეობაში ყველა მწვრთნელს გაუჭირდებოდა ამიტო სანამ ხავი მოვა კუმანი თავის ავტორიტეტით და დისციპლინით მოსვავს გუნდს თავის ადგილზე და ფიზიკურ კონდიციებს აუმაღლებს გუნდს!!!! თუ არ აპირებს მესსი თამაშს და ძალით დატოვენენ მაშინ მადლობაა ყველაფრისთვის და წავიდეს სადაც გული გაუწევს და დიდი სიამოვნებით ვუგულშემატკივრებ ბარსას მერე ბარსას წინააღმდეგ მეტოქე იქნება ყოველთვის ჩემთვის