ყველაფერი, ან არაფერი! - ვერდიქტის მოლოდინში

ყველაფერი, ან არაფერი! - ვერდიქტის მოლოდინში

ბართომეუ იბრძვის არა მესის დასატოვებლად, არამედ საკუთარი სახელის გადასარჩენად. დრო გავა და ბევრ რამეს დაივიწყებენ, მაგალითად "ბოტების საქმეს", რომელიც დღემდე ბუნდოვანებით არის მოსილი, აუდიტის შესვლას, რომელმაც პასუხების ნაცვლად, უფრო მეტი კითხვა გააჩინა, უბრალოდ ჩახედავენ შედეგებს და ნახავენ, რომ "ბარსა" ზედიზედ განადგურდა მეტოქეებთან, ამაზე პასუხისმგებლობას კი პირველ რიგში ფეხბურთელებს დააკისრებენ.

აი მესი თუ წავიდა, ბართომეუს არაფერი ეშველება. ახლა, შესაძლოა, მცირე შანსი მაინც ჰქონდეს, რომ ყველაზე ცუდ პრეზიდენტად არ იქცეს, რადგან "ბარსას" ცუდი პრეზიდენტები მრავლად ჰყოლია, მაგრამ მესის წასვლის შემთხვევაში, ეს გარდაუვალი იქნება. ბართომეუ იქნება კაცი, რომელსაც ჯერ ნეიმარი გაექცა, მერე კი მესი.

ასეთ რამეს ისტორია არ ივიწყებს.

ჩვენ გვახსოვს ვისი მმართველობის დროს დატოვა კლუბი დიეგო მარადონამ, შემდეგ კი რონალდომ. გვახსოვს და გვეფიქრება ალტერნატიულ ისტორიაზე, რომელიც ვერ შედგა, ნუნიესი საძულველი ადამიანების სიის სათავეშია, ბართომეუს კი უდიდესი პოტენციალი აქვს, რომ პირველი ადგილი დაიკავოს.

მესის გაცილებაც, შესაძლოა, ალტერნატიულ ისტორიად იქცეს. ყველას უკვე ნაფიქრი გვაქვს მის ბოლო შეხვედრაზე, მსოფლიო ლეგენდებით გადაჭედილი "კამპ ნოუ", დიდი ტრანსპარანტები და ტრადიციული შეძახილი - მეეე-სი! მეეე-სი!

ეს ალბათ აღარ მოხდება.

ყველაფერი, ან არაფერი! - საქმე ასეა, სასამართლო, რომელიმე მხარეს ისეთ დარტყმას მიაყენებს, რომლის მონელებაც ურთულესი ამბავი იქნება. ბართომეუ ან დიდძალ თანხას მიიღებს, რომელიც "ბარსას" ფინანსური კრიზისიდან იხსნის, ან არაფერს, მესის უფასოდ წასვლის შემთხვევაში, მისი ხელფასის ხარჯზე ფული დაიზოგება, მაგრამ ალბათ ხელმძღვანელობას გააზრებული აქვს, რამხელა შემოსავალს დაკარგავს "ბარსა".

ყველას აწუხებს ერთი კითხვა, რა მოხდება თუ მესის დარჩენა აიძულეს? თუ სასამართლომ ასე გადაწყვიტა?! დარჩება და გახდება არსებული პროექტის ნაწილი, თუ მომდევნო წელს მაინც დაგვტოვებს?! ან თუ დარჩება, იქნება თუ არა ისეთი სასარგებლო, როგორც ყოველთვის? ამ კითხვებს დროთა განმავლობაში პასუხი გაეცემა, ერთი კი დანამდვილებით ვიცით - რომელიმე მხარე დამარცხდება და ამ მარცხის გადატანა, მარტივი არ იქნება. 

წყარო - Marca.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 2 სექტემბერი 2020 12:48
    2
    ციტატა: ფეოლა
    ციტატა: Msn91011
    ეხლა შემთხვევით ვნახე მესის და ნეიმარის ჰაილაითები და უბრალოდ გული დამეწვა. ლიგა რო მოვიგეთ იმ სეზონში გუნდი რა მაგარ ფეხბურთს თამაშობდა მსგავსი სილამაზის არვიცი საერთოდ ვის უთამაშია 21-ე საუკუნეში. ძალიან მაგრად უგებდნენ ერთმანეთს მესი და ნეიმარი და ეგ დრო რო აღარასდროს განმეორდება მაგრა ტეხავს. ზოგადად უკვე ძველი მინდა დაბრუნდეს რო ვფიქრობ როგორი ძლიერი გუნდი იყო დღეს ყველაფერი პირიქითაა და ცუდია რო არ ჩანს არაფერი სიახლე და შანსი გუნდის უკეთ გზაზე დადგომის

    ხო და მაგის შემხედვარე სულ უკმაყოფილების გრძნობა მაქვს, აი გვარდიოლაზე ნაკლებად მწყდება გული, ყველაფერი გააკეთა და როგორც კი მცირე კრიზისი დაეწყო ეგრევე წავიდა, ამ სამეულმა კიდე მარტო ერთი ლიგა დადო, რაც ძალიან ცოტაა ამათო დონისთვის.

    იმ ცირკაჩმა, რომ კარიერა დაინგრია ეგ ცალკე ტრაგედიაა.

    სამწუხაროდ ეგრეა. რომ დარჩენილიყო სულ ორი კარგი ნახევარმცველი უნდოდა გუნდს და შეუჩერებლები იყვნენ
    მწერალი [?]
    #2 2 სექტემბერი 2020 12:08
    5
    ციტატა: Msn91011
    ეხლა შემთხვევით ვნახე მესის და ნეიმარის ჰაილაითები და უბრალოდ გული დამეწვა. ლიგა რო მოვიგეთ იმ სეზონში გუნდი რა მაგარ ფეხბურთს თამაშობდა მსგავსი სილამაზის არვიცი საერთოდ ვის უთამაშია 21-ე საუკუნეში. ძალიან მაგრად უგებდნენ ერთმანეთს მესი და ნეიმარი და ეგ დრო რო აღარასდროს განმეორდება მაგრა ტეხავს. ზოგადად უკვე ძველი მინდა დაბრუნდეს რო ვფიქრობ როგორი ძლიერი გუნდი იყო დღეს ყველაფერი პირიქითაა და ცუდია რო არ ჩანს არაფერი სიახლე და შანსი გუნდის უკეთ გზაზე დადგომის

    ხო და მაგის შემხედვარე სულ უკმაყოფილების გრძნობა მაქვს, აი გვარდიოლაზე ნაკლებად მწყდება გული, ყველაფერი გააკეთა და როგორც კი მცირე კრიზისი დაეწყო ეგრევე წავიდა, ამ სამეულმა კიდე მარტო ერთი ლიგა დადო, რაც ძალიან ცოტაა ამათი დონისთვის.

    იმ ცირკაჩმა, რომ კარიერა დაინგრია ეგ ცალკე ტრაგედიაა.
    ფანი [?]
    #1 2 სექტემბერი 2020 12:01