დე იონგი: უნდა დავამტკიცო, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილს ვიმსახურებ
"ბარსელონას" ჰოლანდიელი ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი აცხადებს, რომ მისთვის კარგად ნაცნობი მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის გუნდში სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად უნდა იბრძოლოს.
"კუმანთან მობილურით ცოტა ვისაუბრე. თუმცა, როდესაც ბარსელონაში დავბრუნდები, ყველაფერს უფრო დეტალურად განვიხილავთ. რა თქმა უნდა, უნდა დავამტკიცო, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილს ვიმსახურებ.
როდესაც კუმანის "ბარსას" მთავარ მწვრთნელად დანიშვნაზე ჭორები გავრცელდა, მისთვის არც დამირეკავს და არც შეტყობინება გამიგზავნია. ვფიქრობ, მას ისედაც ბევრი საფიქრალი ჰქონდა", - დე იონგის ამ სიტყვებს NOS ციტირებს.
ცოტა ხნის წინ ფრენკი დე იონგმა "ბარსელონაში" მიმდინარე რთულ სიტუაციაზე და ლიონელ მესის შესაძლო ტრანსფერთანდ დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]