ფრენკი დე იონგი: "ბარსელონაში" ახლა ქაოსია
"ბარსელონას" ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა, ლიონელ მესისთან დაკავშირებით და ზოგადად, კატალონიურ კლუბში შექმნილ რთულ სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა.
"კლუბში ახლა ქაოსია, ბევრი რამ ხდება. თუ მესი "ბარსელონას" დატოვებს, ეს დიდი დარტყმა იქნება გუნდისა და კლუბისთვის.
მესისთან არ მისაუბრია. ასე რომ, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, როგორ გრძნობს ლეო თავს.
დავურეკე თუ არა მესის? არა, რა თქმა უნდა, არა. ვფიქრობ, მისი ამბის გაგება ძალიან ბევრ ადამიანს სურს. არ მაქვს ლეოსთან ისეთი კარგი ურთიერთობა, რომ დავურეკო და ვკითხო, კარგად არის თუ არა.
იმედი მაქვს, როდესაც დავბრუნდები, მესი ისევ ჩვენთან იქნება, მაგრამ ეს ჩემზე დამოკიდებული არაა. ის გუნდის სასაუბრო ჯგუფში ისევაა", - ციტირებს დე იონგის სიტყვებს Fox Sports.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]