კუმანი 31 ფეხბურთელით იწყებს

კუმანი 31 ფეხბურთელით იწყებს

დღეს რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად მუშაობას იწყებს. თბილისის დროი 19:30 საათზე ჰოლანდიელი სპეციალისტი პირველ ვარჯიშს ჩაატარებს.

ნაკრებში გამოძახების, კარანტინში ყოფნისა და დაუმორჩილებლობის გამო, კუმანის განკარგულებაში რამდენიმე ფეხბურთელი არ იქნება. თუმცა, საერთო ჯამში, "ბარსელონას" პირველ გუნდში, ამჟამად, 31 მოთამაშეა.

წინასასეზონო მზადების დროს კუმანს შემადგენლობის მნიშვნელოვნად გაცხრილვა მოუწევს. ჰოლანდიელმა სამუელ უმტიტის, ივან რაკიტიჩის, არტურო ვიდალისა და ლუის სუარესის ბედი უკვე გადაწყვიტა - მათ კარისკენ მიუთითეს. ჯერ კიდევ გაურკვეველია ჟუნიორ ფირპოს, ჟან-კლერ ტოდიბოს, მუსა ვაგეს, რაფინია ალკანტარასა და კარლეს ალენიას მომავალი. დიდი ალბათობით, "ბარსელონა" მათზე უარს იტყვის.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ამჟამად "ბარსელონას" პირველ გუნდში შემდეგი ფეხბურთელები არიან:

3 მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ნეტუ, ინიაკი პენია;

10 მცველი: სერჟი რობერტო, ნელსონ სემედუ, ჟერარ პიკე, კლემან ლანგლე, სამუელ უმტიტი, რონალდ არაუხო, ჟორდი ალბა, ჟუნიორ ფირპო, მუსა ვაგე, ჟან-კლერ ტოდიბო;

10 ნახევარმცველი: სერხიო ბუსკეტსი, ფრენკი დე იონგი, მირალემ პიანიჩი, რიკი პუჩი, პედრი, ივან რაკიტიჩი, არტურო ვიდალი, კარლეს ალენია, მატეუს ფერნანდესი, რაფინია ალკანტარა;

8 თავდამსხმელი: ლიონელ მესი, ლუის სუარესი, ანტუან გრიზმანი, ანსუ ფატი, უსმან დემბელე, ფილიპე კოუტინიო, ფრანსიშკუ ტრინკაუ, მარტინ ბრეითუეიტი.

ლა ლიგის წესების მიხედვით, განაცხადში პირველი გუნდის მაქსიმუმ 25 ფეხბურთელის შეყვანაა დაშვებული. ეს იმას ნიშნავს, რომ კუმანი მინიმუმ 6 მოთამაშეს შეელევა, მაგრამ ივარაუდება, რომ ეს რიცხვი უფრო დიდი იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 2 სექტემბერი 2020 21:54
    0
    ალენიას გარდა ყველა გასაყიდია ჩამოთვლილთაგან


    რაკიტიჩი წავიდა
    ვიდალი, უმტიტი, რაფინია, ფირპო, ტოდიბო, ვაგე -5 კაცი
    მატეუს ფერნანდესი და პედრის იჯარა -2 ფეხბურთელი =23 კაცი
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    Culé [?]
    #2 31 აგვისტო 2020 11:31
    8
    ტოდიბო არ გაუშვან რა, ძაან მეიმედება მაგ ბიჭის. ვალვერდესთან აზრი არ ქონდა და კუმანთან ძაან მოიხოდებოდა.
    Culé [?]
    #1 31 აგვისტო 2020 11:18
    4
    ესე რა, ძლივს ინფო რომელიც მესის წასვლა არ წასვლას არ ეხება. დავიღალეთ რა