როგორი შეიძლება იყოს "ბარსას" შემადგენლობა მესისა და სუარესის გარეშე

  • 30-08-2020, 21:46
  • როგორი შეიძლება იყოს "ბარსას" შემადგენლობა მესისა და სუარესის გარეშე

    "ბარსელონას" ლიდერები, ლიონელ მესი და ლუის სუარესი, შესაძლოა, მომავალ სეზონში კატალონიურ გუნდში ვეღარ ვიხილოთ.

    გავრცელებული ინფორმაციით, მესის "ბლაუგრანას" დატოვება სურს, თუმცა ამასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება. ლა ლიგის განცხადებით, არგენტინელს "ბარსელონას" დატოვება მხოლოდ გამოსასყიდი თანხის, 700 მილიონის სანაცვლოდ შეუძლია, Onda Cero-ს მტკიცებით კი, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს კლუბიდან უფასოდ წასვლის უფლება აქვს.

    რაც შეეხება სუარესს, არაერთხელ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იგი "ბარსას" ახალი მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის გეგმებში არ შედის, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ურუგვაელი, სავარაუდოდ, გუნდს დატოვებს.

    Tribuna განიხილავს 4 ვარიანტს, თუ როგორი შეიძლება იყოს "ბლაუგრანას" სასტარტო შემადგენლობა ამჟამინდელი მოთამაშეების გათვალისწინებით.

    1. DGT ტრიო შეტევაში

    ანტუან გრიზმანი, შესაძლოა, მისთვის კომოფრტულ პოზიციაზე დაბრუნდეს და გუნდში პირველი ცენტრალური თავდამსხმელი გახდეს.

    შეტევის ფლანგებს უსმან დემბელე და ფრანსიშკუ ტრინკაუ დაიკავებენ.

    სერჟიო ბუსკეტსის სათადარიგოთა სკამზე გამწესების შემთხვევაში, რონალდ კუმანმა, შესაძლოა, ნახევარდაცვაში მირალემ პიანიჩი, ფრენკი დე იონგი და რიკი პუჩი ათამაშოს.

    შემადგენლობა: ტერ შტეგენი; სემედუ, პიკე, ლანგლე, ალბა; დე იონგი, პიანიჩი, პუჩი; ტრინკაუ, გრიზმანი, დემბელე.

    2. კოუტინიო გარემარბის პოზიციაზე

    ფილიპე კოუტინიოს შეტევის მარცხენა ფლანგზე თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. დემბელე, შესაძლოა, მარჯვენა ფლანგს დაუბრუნდეს. თუმცა, მოვლენების ასეთი სცენარით განვითარება ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა, რადგან კოუტინიომ გარემარბად ვერ ივარგა და "ბარსამ" სწორედ ამის გამო დაიწუნა.

    შემადგენლობა: ტერ შტეგენი; სემედუ, პიკე, ლანგლე, ალბა; დე იონგი, პიანიჩი, პუჩი; დემბელე, გრიზმანი, კოუტინიო.

    3. კუმანის ფავორიტი 4-2-3-1 სქემა

    ნიდერლანდელ სპეციალისტს 4-2-3-1 ფორმაციით თამაში მოსწონს. ასეთ შემთხვევაში, კოუტინიოს, საბოლოოდ, მის ბუნებრივ პოზიციაზე ვიხილავთ, ანსუ ფატის კი შანსი ექნება, ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდეს.

    შემადგენლობა: ტერ შტეგენი; სემედუ, პიკე, ლანგლე, ალბა; პიანიჩი, დე იონგი; დემბელე, კოუტინიო, ფატი; გრიზმანი.

    4. ბრეითუეიტი?

    ამასობაში, თითქმის ყველას დაგვავიწყდა, რომ "ბარსელონაში" კიდევ ერთი შემტევი, მარტინ ბრეითუეიტი, ირიცხება. ტექნიკური თვალსაზრისით, ბრეითუეიტი, სუარესის გარდა, ერთადერთი ცენტრალური თავდამსხმელია. გრიზმანი საფრანგეთის ნაკრების 4-2-3-1 ფორმაციაში შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს და გამორიცხული არაა, მას კატალონიურ გუნდშიც იგივე როლი ერგოს.

    შემადგენლობა: ტერ შტეგენი; სემედუ, პიკე, ლანგლე, ალბა; პიანიჩი, დე იონგი; დემბელე, გრიზმანი, კოუტინიო; ბრეითუეიტი.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    ფარნა გულშემატკივარი [?]

    31 აგვისტო 2020 12:32

    მესი თუ წავა ათიანი კოუტინიომ უნდა მოირგოს ის დადგება 7 იანი გრიზმანს შეტევა უნდა იყოს ასეთი კოუტინიო გრიზმანი და დემბელეს მაგიერ ტრინკაუ საინტერესო შეტევაა რას იზამენ ძალიან მაინტერესებს ყველა სავარაუდო შემადგენლობა გასაგებია და მისაღები მაგრამ სწორი მხოლოდ ისაა სადაც კოუტინიო მის პოზიციაზე დგას ანუ ათიანის პოზიციაზე გრიზმანი ათიანზე? გაამართლებს კი?

    0
    გასულია
    Aroni წევრი [?]

    31 აგვისტო 2020 09:14

    მესის რო ვერ ვხედავ შემადგენლობაში, ასე მგონია ბარსელონასგან 10%-ღა დარჩა. ცუდი სანახავია... 😞

    2
    გასულია
    პენდრაგონი გულშემატკივარი [?]

    31 აგვისტო 2020 04:01

    ტერ შტეგენი - პიკე, ლენგლე, დესტი, ალბა - დე იონგი, პიანიჩი - კოუტინიუ - დემბელე, ფატი, გრიზმანი.

    უბრალოდ მარცხენა ვინგერი საყიდელია

    0
    გასულია
    M10 S9 D11 საიტის ლეგენდა  [?]

    31 აგვისტო 2020 02:27

    ეხლა გული ამერევა

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია
    tdg
    tdg ახალბედა [?]

    30 აგვისტო 2020 23:37

    დაცვის გაძლიერება იქნება საჭირო თუ არადა სრულიად სხვა სტილში თამაში თორე დირკა დაცვაა

    1
    გასულია
    iniesta.lujan ახალბედა [?]

    30 აგვისტო 2020 23:33

    ბრაითვეიტი რამ მოგაგონათ :დ ეს გუნდი 4 ულისთვის თუ იბრძოლებს. გვინდა ვინმე მანეს სტილის და დოონის. მანე ფელიშე აუარი დე ლიხტი/უპამეკანო. ან ბეეკი იქნებოდა ცუდი

    1
    გასულია
    carles puyol 5 გულშემატკივარი [?]

    30 აგვისტო 2020 22:45

    მესამე ყველაზე კარგი იქნება მაგრამ დაცვის პრობლემაა მოსაგვარებელიიიიი

    4
    --------------------
    კულე სამუდამოდ
    გასულია
    DyBaLa21 ფანი [?]

    30 აგვისტო 2020 22:29

    ვაახ, იმაზე მესლება ნერვები რომ მცველები იგივეები არიან, დირკები.. დესტი გვინდა და ანხელინო

    10
    გასულია
    basa7 Culé [?]

    30 აგვისტო 2020 22:26

    ბატის კვერცხების მტვრეველი გუნდი გაიჩითა, ისე მწერალო გრიზმანისთვის ეგ პოზიცია სულაც არაა ყველაზე კომფორტული. მაგ პოზიციაზე მსოფლიოზე ითამაშა მარტო და ისიც ნაწილობრივ. მესის პოზიციაა გრიზმანის

    1
    გასულია
    Barca_MNS ფანი [?]

    30 აგვისტო 2020 22:18

    მე3- ვარიანტში - ფატის მაგივრად დემბელე და მარცხნივ ტრინკაო - თუ მესი წავა ტრინკაოზე ბევრი რამე იქნება დამოკიდბეული. ფლანგზე ცაციის არსებობა საჭიროა.

    1
    გასულია
    ANRIBARCA საიტის ლეგენდა  [?]

    30 აგვისტო 2020 22:14

    დაცვის ხასი სულ დასაშლელია, ეგარი ყველაზე დიდი პრობლემა, ეგ დატოვეს და მესის და სუარეს უბიძგეს წასვლისკენ, ტრა,შია ბარსა რა :)

    6
    გასულია
    Jemo-barca გულშემატკივარი [?]

    30 აგვისტო 2020 22:07

    ციტატა: NEYBarca
    ჩემი აზრით მესამეა ყველაზე ოპტიმალური

    კიი ძაან იდეალური ვარიანტია

    3
    გასულია
    forca barcA წევრი [?]

    30 აგვისტო 2020 22:06

    ბრეითვეითიო ვაფასებ თქვენს იუმორს ადინებო)))

    1
    საიტზეა
    dembelle გულშემატკივარი [?]

    30 აგვისტო 2020 22:05

    ყველაზე მეტად 2 და 4 არმიმეწონა ჯერ ბრდითვეიტის თუ ვინცაა მაგის დედაც და მერეკიდე კოუს გარემარბად რაუნდა ეგიყო ვალვერდეს შეცდომა რო ათამაშებდა სადაც არანაირი სარგებელი არმოუტანია ფორვარდის უკან ყველაზე კაი იქნება კოუ დარტყმაც კაიაქვს და პასიც😉

    0
    გასულია
    NEYBarca ფანი [?]

    30 აგვისტო 2020 21:57

    ჩემი აზრით მესამეა ყველაზე ოპტიმალური

    4
    გასულია
    Ronaldinho.. წევრი [?]

    30 აგვისტო 2020 21:57

    კაროჩე რა((
    მესის გარეჰე არ წარმომიდგენია ბარსა ვრ ვუყურებ ეხლა..პლიუს სუაც არა და კაროჩე ამ შემადგენლობით ხალიან გაგვიჭირდბა რამე ტიტულებე ფიქრი) დაჟე მესამ ადგილი ლალიგაში და 1/8 ფინალი ლიგა

    4
    გასულია
    Messiah ფანი [?]

    30 აგვისტო 2020 21:56

    მეოთხე შეიძლება თუ კაი ფორვარდს მოვიყვანთ

    1
    --------------------

    ForçaBarça
    გასულია
    rivaldo80 ფანი [?]

    30 აგვისტო 2020 21:56

    გასაგებია მაგრამ ცოტა სასაცილოა დემბელეს რომ განიხილავთ დემბელე ჯერ ფორმაში უნდა ჩადგეს და მერე მოიპოვოს ადგილი ძირითადში...და ამ ტრიოთი რამდენ გოლს გავიტანთ ალბათ საღად მოაზროვე ადამიანები კი ხვდებით....(((

    4
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV