გარდა მესისა, ტესტირება პირველი გუნდის 5 ფეხბურთელს არ გაუვლია

გარდა მესისა, ტესტირება პირველი გუნდის 5 ფეხბურთელს არ გაუვლია

დღეს, "სიუტატ ესპორტივაზე" "ბარსელონას" პირველი გუნდის წევრებს PCR ტესტირება ჩაუტარდათ. გარდა ლიონელ მესისა, ტესტირება პირველი გუნდის 5 ფეხბურთელს არ გაუვლია.

ფილიპე კოუტინიო, მირალემ პიანიჩი, სამუელ უმტიტი, ფრენკი დე იონგი და ნელსონ სემედუ არიან ის ფეხბურთელები, რომელთაც კორონავირუსზე შემოწმება არ ჩაუტარდათ. კოუტინიო, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, შვებულებაშია. პიანიჩი და უმტიტი კი კორონავირუსით რამდენიმე დღის წინ დაინფიცირდნენ და მკურნალობას საკუთარ სახლში გადიან. რაც შეეხებათ დე იონგსა და სემედუს, ისინი ტესტირებას ეროვნულ ნაკრებებთან ერთად ჩაიტარებენ.

საბედნიეროდ, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების შემთხვევა არ გამოვლენილა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #4 30 აგვისტო 2020 21:17
    0
    Kaifarik02,
    ჩაიტარა დღეს ტესტირება
    გულშემატკივარი [?]
    #3 30 აგვისტო 2020 21:03
    0
    მუსა ვაგე რა ჟანზეა გავარტყი სემედოს
    ფანი [?]
    #2 30 აგვისტო 2020 19:29
    0
    da suarezi sadaaa
    Culé [?]
    #1 30 აგვისტო 2020 16:39
    10
    Cou agar unda gaushvan <3 didi imedi maqvs ro atamashdeba..
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★