"ბარსელონელები" სანაკრებო შეხვედრებში

"ბარსელონელები" სანაკრებო შეხვედრებში

სანაკრებო მატჩები ბრუნდება - სექტემბრის დასაწყისში "ბარსელონას" ევროპელ მოთამაშეებს შანსი ექნებათ, თავი ეროვნულ გუნდებთან ერთად გამოიჩინონ. 

მოახლოებული შეხვედრების განაცხადში "ბარსას" 14 ფეხბურთელი მოხვდა. 

ბუსკეტსი და ანსუ ფატი

ლუის ენრიკეს მიერ დასახელებულ შემადგენლობაში ანსუ ფატი ახალი სახეა: 17 წლის თავდამსხმელს ესპანეთის ნაკრების დახმარება პირველად შეეძლება. ასაკის მიუხედავად, მან საკლუბო ფეხბურთში უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა. 

ანსუმ ბუსკეტსსთან ერთად "ბარსელონას" სავარჯიშო მოედანზე მზადება დაგეგმილზე ადრე განაახლა. ისინი 3 სექტემბერს შტუტგარტში, გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ, 6 სექტემბერს კი მადრიდში, უკრაინასთან ითამაშებენ. 

ლანგლე და გრიზმანი

დიდიე დეშამმა ერთა ლიგის პირველი შეხვედებისთვის კლემან ლანგლესა და ანტუან გრიზმანს უხმო. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები ჯერ შვედეთს ესტუმრებიან (5 სექტემბერი), ხოლო შემდეგ ხორვატიას უმასპინძლებენ (8 სექტემბერი). 

ტრინკაუ და სემედუ

პორტუგალია ჯგუფში საფრანგეთთან ერთადაა და პირველ და მეორე ტურს იგივე დღეებში ითამაშებს. ერთა ლიგის პირველი ტიტულის მფლობელები ხორვატიასთან საკუთარ მოედანზე, შვედეთთან კი სტუმრად ითამაშებენ. 

დე იონგი

ჰოლანდია წინა სეზონის ტურნირის ფინალისტია - ფრენკი დე იონგის მიზანი კი ახალ მწვრთნელთან ერთად შედეგის გაუმჯობესება იქნება. ნიდერლანდელები ორივე მატჩს ამსტერდამში ჩაატარებენ: 4 სექტემბერს პოლონეთის, 7-ში კი იტალიის წინააღმდეგ. 

ბრეითუეიტი

დანიის ნაკრები, ჰოლანდიის მსგავსად, სახლში ითამაშებს. 29 წლის თავდამსხმელის გუნდი 5 სექტემბერს ინგლისს, ხოლო 8 სექტემბერს ბელგიას უმასპინძლებს. 

რეი მანაი

"ბარსა ბ"-ს ალბანელი შემტევი, ძირითადი გუნდის ფეხბურთელებისგან განსხვავებით, C ლიგაში ითამაშებს. ბალკანელების მეტოქე 4 სექტემბერს ბელარუსი და 7 სექტემბერს ლიტვა იქნება. 

ალენია, პუჩი, პედრი, ინიაკი პენია და მირანდა

"ბარსელონას" 5 მოთამაშე ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებს დაეხმარება. ლუის დე ლა ფუენტეს მიერ გაწვრთნილი გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ერთ შეხვედრას გამართავს - 3 სექტემბერს, ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #2 29 აგვისტო 2020 19:38
    4
    ვან დე ბეეკი დე იონგი კოუ პიანიჩი რიკი პუჩი "ალენია" ბუსკეცი მემგონი ესეთი ფუფუნება ბევრ კლუბს არ ექნება შეცვლები გინდა როტაცია გინდა ყველაფრის საშვალებას გაძლევს
    Culé [?]
    #1 29 აგვისტო 2020 19:34
    3
    ყველაზე მეტად დეიონგმა მინდა ვანდებეკს დაებაზროს მე პირადად ნახევარდაცვაში მივესალმები მაგ კაცსაც და პლიუს კოუტინიო ბრუნდება, ბებრები უნდა წავიდნენ..