მემფის დეპაი "ბარსელონაში" გადასვლას არ გამორიცხავს

მემფის დეპაი "ბარსელონაში" გადასვლას არ გამორიცხავს

"ლიონის" 26 წლის შემტევი, მემფის დეპაი, მის "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლის შესახებ დასმულ კითხვას პასუხობს. ნიდერლანდელმა, აგრეთვე, რონალდ კუმანზეც ისაუბრა.

"ამ მომენტისთვის, აქ ["ლიონში"] ვარ, მაგრამ დიდ კლუბებზე შემიძლია ვიოცნებო. ვნახოთ, რა მოხდება. ფოკუსირებული "ლიონზე" ვარ.

კუმანთან ჯერ არ მისაუბრია. იგი ჩემი გამოჯანმრთელების პროცესში აქტიურად იყო ჩართული, მან რომში ყოფნისას მომინახულა. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს და ახლა იგი "ბარსას" მწვრთნელია", - თქვა ნიდერლანდელმა "დიჟონთან" მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ლიგა 1-ის გახსნით შეხვედრაში დეპაი ჰეთ-თრიქით გამოირჩა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 29 აგვისტო 2020 20:16
    1
    ეს ის მემფის დეპაია, ბაიერნთან ნახევარფინალში პირველ 15 წუთში სამჯერ რო გავიდა ნოიერთან ერთი-ერთზე და ან გვერდიდან ურტყავდა ბადეს ან ხელებში აწვდიდა ნოიერს და ერთხელაც საერთოდ ტრიბუნებზე რო გაუშვა? კარგია სუარესს იდეალურად ჩაანაცვლებს...
    Culé [?]
    #5 29 აგვისტო 2020 14:40
    1
    ცუდი ფეხბურთელი არაა კარგი დაყენებული დარტყმა აქვს და ტექნიკური თვალსაზრითითაც კარგია სისწრაფეც აქვს, ლაუტაროს კი ჯობია ასაკით მეტის მეგონა 26 წელი არაა ცუდი... უბრალოდ მე მაინც მირჩევნია ტრინკაო პედრი ფატი განვითარდნენ და მეტი დრო მიეცეთ, დემბელეს ბოლო შანსი აქვს თუარადა გაასხმეინებენ...
    Culé [?]
    #4 29 აგვისტო 2020 12:49
    4
    ჯერ ხო აბიდალმა მოიყვანა ეს მეორადი ფრანგები (გრიზმანის გარდა). ეხლა კუმანი იწყებს ჰოლდანიელებს. ძალიან არ მომწონს ესპანეთი ასე რომ ჩააჩოჩეს.
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #3 29 აგვისტო 2020 12:32
    4
    ძაან სხარტია და ვინგერად კარგი იქნებოდა.
    ფანი [?]
    #2 29 აგვისტო 2020 11:43
    7
    ლაუტაროს მაინც აჯობებს რავი მე ასე მგონია
    --------------------
    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig and pedri the best talent❤️joan laporta is back❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    dembelle
    სტუმარი [?]
    #1 29 აგვისტო 2020 11:43
    1
    Oo gaajvi ra aqedan sadacxar iq iyavi