"სიტი" დარწმუნებულია, რომ მესი სხვა შეთავაზებებს უარყოფს

"სიტი" დარწმუნებულია, რომ მესი სხვა შეთავაზებებს უარყოფს

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" კაპიტანს, ლიონელ მესის პრესაში აქტიურად უკავშირებენ "მანჩესტერ სიტის".

ESPN-ის ინფორმაციით, "ქალაქელები" დარწმუნებულები არიან, რომ თუ კატალონიური კლუბი პოზიციას შეარბილებს და არგენტინელი ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს დაიწყებს, მაშინ ლეო სხვა კლუბების შეთავაზებას უარყოფს.

მესის შეძენით ასევე "პარი სენ-ჟერმენია" დაინტერესებული. ყოფილმა თანაკლუბელმა ნეიმარმა, ხუთშაბათს მასთან ტელეფონზე საუბრისას, საფრანგეთში შესაძლო გადაბარგება განიხილა.

Onda Cero-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ მესის ადვოკატებს შეატყობინა, რომ კლუბი მათ კლიენტს 700 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის. სწორედ ასეთი თანხაა მითითებული 33 წლის მოთამაშის გამოსასყიდ პუნქტში.

მიუხედავად ამისა, "სიტიში" იმედოვნებენ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერები" დათმობებზე წავლენ და მესის წასვლის სურვილის გათვალისწინებით, გონივრული თანხის სანაცვლოდ, მის გაყიდვას დათანხმდებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 28 აგვისტო 2020 22:35
    3
    ციტატა: GUGU MSN
    ამ კაცს წასვლის საშუალება ვინც არ მისცეს იმის ოჯახს შევვეცი მეფურად გააცილეთ და გაუშვით თქვე მწოველებო სირცხვილია გეყოთ ამდენი მძღნერის ჭამა


    100 %
    --------------------

    ForçaBarça
    გულშემატკივარი [?]
    #1 28 აგვისტო 2020 21:55
    12
    ამ კაცს წასვლის საშუალება ვინც არ მისცეს იმის ოჯახს შევვეცი მეფურად გააცილეთ და გაუშვით თქვე მწოველებო სირცხვილია გეყოთ ამდენი მძღნერის ჭამა