ბოლო ვარჯიში კუმანის გამოჩენამდე

ბოლო  ვარჯიში კუმანის გამოჩენამდე

რონალდ კუმანის "ბარსელონა" 2020-21 წლების პრესეზონისათვის მზადებას, კორონავირუსზე PCR ტესტის გაკეთების შემდეგ, ორშაბათს იწყებს.

კატალონიური კლუბის კვირის უკანასკნელ სესიას შემდეგი მოთამაშეები დაესწრნენ: ტრინკაუ, პედრი, მატეუს ფერნანდესი, რაფინია, ვაგე, მირანდა, ორიოლ ბუსკეტსი, ბრეითუეიტი, გუსტავო მაია და კარლეს ალენია.

რაც შეეხება ტოდიბოს, მას პრესეზონისათვის ვარჯიში კორონავირუსის გამო ჯერ არ დაუწყია. თუმცა, ინფიცირებიდან 2 კვირა უკვე გასულია და ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, თანაგუნდელებს მომდევნო კვირიდან შეუერთდება.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 28 აგვისტო 2020 20:46
    3
    დამთავრდა ამათი ცანცარი. მოვა კუმანი და დატანჯავს ამათ ვარჯიშით. მილიონებს გიხდიდნენ და ვარჯიშიც გეზარებოდეს რა დონის უპასუხიმგებლობაა.