იურგენ კლოპი: მესი "ლივერპულში"? გამორიცხულია
- 28-08-2020, 16:40
-
josephk
- 1

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, ლეო მესის შესახებ დასმულ კითხვას პასუხობს. მისი თქმით, არგენტინელის ტრანსფერი პრემიერ ლიგას გააძლიერებს.
"ვინ არ ისურვებდა მესის ყოლას? მაგრამ "ლივერპულში"? გამორიცხულია. ეს თანხები ჩვენთვის ნამდვილად არ არის, ამაზე არც კი უნდა ვიფიქროთ. უბრალოდ, შანსი არ არის".
გერმანელმა, ასევე, ლეოს "სიტიში" შესაძლო ტრანსფერიც შეაფასა.
"ეს "მანჩესტერ სიტის" ნამდვილად დაეხმარება. მათი დამარცხება კიდევ უფრო რთული გახდება.
პრემიერ ლიგისთვის ეს [მესის ტრანსფერი] შესანიშნავი იქნება. ჩემპიონატში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ყოლა პრემიერ ლიგას ძალიან წაადგებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ეს არ სჭირდება", - თქვა კლოპმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიონელ მესის კატალონიური კლუბის დატოვება აქვს გადაწყვეტილი. შესაძლოა, მან კარიერა პეპ გვარდიოლას "სიტიში" გააგრძელოს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]