MD: კუმანი მანეს გადაბირებას ეცდება

MD: კუმანი მანეს გადაბირებას ეცდება

MD-ს ინფორმაციით, რონალდ კუმანი სადიო მანეს გადაბირებით არის დაინტერესებული. აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კუმანის მთავარი სამიზნე, მემფის დეპაი, ვეინალდუმი და დონი ვან დერ ბეკი იქნებოდნენ, მაგრამ მას შემდეგ, ლიონელ მესიმ კლუბიდან წასვლა მოითხოვა, არათუ "ბარსელონაში", არამედ მთელ საფეხბურთო სამყაროში, ყველაფერი თავდაყირა დააყენა. 

სადიო მანე კუმანის ხელმძღვანელობით "საუთჰემპტონში" თამაშობდა და სწორედ ჰოლანდიელის ხელში ჩამოყალიბდა ვარსკვლავად, შემდეგ კი "ენფილდზე" გადაბარგდა. 

მანე ძალიან მოსწონს ზინედინ ზიდანს, რომელსაც არა ერთხელ ჰქონდა მისი გადაბირების სურვილი, მაგრამ წინა სეზონებში არაფერი გამოუვიდა. მესის წასვლის მერე, მანე "ბარსას" გააძლიერებდა, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ სენეგალელმა პიკში მყოფი "ლივერპული" დატოვოს. მხოლოდ კუმანისადმი პატივისცემა ამ ტრანსფერს ვერ მოერევა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    Culé [?]
    27 აგვისტო 2020 18:39
    1
    ანუ ნეიმარს, ლაუტაროს, ვან დე ბეკს რო მოიყვანს მერე ეს მოყავს? აბა მესი რატომ მიდის გუნდი რო ვერ შეკრიბეს ხო, ეს ფეხბურთელები თუ მოიყვანა კუმანი კი არა ვალვერდეც ათამაშებს გუნდს. ერთი კაცი ვერ მოყავდა ბართოს და 5-6 ყველაზე ძვირები ჩამოთვალეს უკვე. ვის ატყუებენ ლეოს?
    T11
    წევრი [?]
    27 აგვისტო 2020 14:07
    6
    მგონია რომ ეს კაცი სალაჰის გამო იმდენ დაფასებას კიდე ვერ იღებს რამდენსაც იმსახურებს.

    საინტერესო ტრანსფერი იქნებოდა, პროსტა ლივერპული რამდენად დაგვითმობს :D
    წევრი [?]
    27 აგვისტო 2020 13:44
    14
    ციტატა: ANSU FATI..
    გინდათ დარჩეს მესი ? დააბრუნეთ ნეიმარი გადააყენეთ ბართომეო და მიხედეთ დაცვას

    100%
    ფანი [?]
    27 აგვისტო 2020 13:41
    15
    გინდათ დარჩეს მესი ? დააბრუნეთ ნეიმარი გადააყენეთ ბართომეო და მიხედეთ დაცვას
    --------------------

    ❤️ანსუ მანეეეე ბარსას მომავალი ჩემი ოქროს ბიჭუნა❤️riki puig the best talent❤️⚽ 🏆(no to racism)🏆
    წევრი [?]
    27 აგვისტო 2020 13:39
    4
    ეს არ არის ესპანეთის ჩემპიონატის დონის ფეხბურთელი ვერ მოერგება ლა ლიგას იმიტომ კი არა რო ცუდია პირიქით კარგი იგროკია მაგრამ აქ ისე ვერ ითამაშებს როგორც ინგლისის პრემიერ ლიგაში ვერც ეს და ვერც სალაჰი
    ფანი [?]
    27 აგვისტო 2020 13:37
    4
    ეს კაი ტრანსფერი იქნება. ტიპი ისეთ ჯანზეა 40 წლისაც აჯობებს ბევრს