რა როლი აქვს სუარესთან ურთიერთობას ლეო მესის გადაწყვეტილებაში | MD

რა როლი აქვს სუარესთან ურთიერთობას ლეო მესის გადაწყვეტილებაში | MD

მოგეხსენებათ, გავრცელებული ჭორების მიხედვით, ლეო მესიმ "ბარსელონას" კლუბის დატოვების სურვილის შესახებ აცნობა, რაც, MD-ს აზრით, ლუის სუარესმა განაპირობა, რომელიც რონალდ კუმანის გეგმებში არ შედის.

ყველას მოეხსენება, რომ არგენტინელი და ურუგვაელი განუყრელი მეგობრები არაინ, რომლებიც ბარსელონას მდიდრულ გარეუბანში - კასტელდეფელსში - ერთად ცხოვრობენ და ყოველ დღეს ერთად ატარებენ.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ისინი აანალიზებენ, რა მოხდა ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო მატჩში, რომელშიც "ბარსა", ანგარიშით, 2-8 დამარცხდა.

წყაროს თანახმად, სამხრეთ ამერიკელები ფიქრობენ, რომ მათი "ბარსელონური" კარიერა დასასრულს უახლოვდება. როგორც ცნობილია, მათ ეს კვირა ლეო სახლში ოჯახებთან ერთად გაატარეს.

ეჭვგარეშეა, რომ იბიცაზე დასვენებისა და ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ ოცნებისას ორივე მათგანი განსხვავებულ სცენარს განიხილავდა, თუმცა განვითარებული მოვლენებისა და რონალდ კუმანის დანიშვნის შემდეგ ცხადი ხდება, რომ ნიდერლანდელ სპეციალისტს გუნდის განახლება სურს.

57 წლის მწვრთნელის დანიშვნიდან მალევე, ცნობილი გახდა, რომ ლუის სუარესი მის გეგმებში არ შედის, რაც, რა თქმა უნდა, ლეოს არ მოეწონა. შედეგაც, არენტინელმა კუმანს განუცხადა, რომ საკუთარ თავს "ბარსელონაში" ვეღარ ხედავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 26 აგვისტო 2020 17:26
    0
    ციტატა: ozbeta
    ხოდა ტუ მარტლა ასე ფიქრობს მესი რომ რომელიმე ფეხბურთელი კლუბზე მეტია ჯობია წავიდეს. მის კარიერაში უდიდეს შავ ლაქად დარჩება ეს გადაწყვეტილება, კაპიტანი რომელმაც გუნდა გასაჭირში სუარესის გამო მიატოვა. თან რა მომენტში, როცა ფინანსურად გუნდს დარხეული აქვს და ტრანსფერს ვერ აკეთებს. თქვენი არ ვიცი მაგრამ მე ეს ღალატი მგონია. თუ წასვლა უნდოდა, როგორც ინიესტამ, ხავიმ, პუილომა და ვალდესმა გააკეთეს, წინასწარ ჩააყენეს კლუბი საქმის კურში , ასე უნდა ექნა. ეს უბრალოდ ღალატია

    ვერ გავიგე, ყველა ერთს უბერავდით, მოედანზე დასეირნობს, როგრც კაპიტანი მოტივაციას არ აძლევსო, ეს ის მესი აღარ არისო და კაცმა რო თქვა წავედიო თურმე იპარება, აზრზე ხარ? გასაპარი რა ჭირს დააშავა რამე, ის ხო არა რო მთელ დარდს გულში იკლავდა და გუნდს არ თრგუნავდა ზედმეტად? მაგარი დაუნახავები ხართ, თურმე იპარება! ეგ კუმანს ელაპარაკა და მწვრთნელს უთქვია: მორცა გულაობა ისე მოიქცევი როგორც გეტყვიო და რა დარჩებოდა? ან მესის რათ უნდა იმის თქმა რო მწვრთნელს უნდა უსმინოს? იქნებ გვარდიოლასთვის გეკითხათ უსმენდა თუ არა. მოკლედ მე ახალ გუნდს ვქმნიო, და რას იფიქრებდა ლეო? გუნდის შენებას იწყებს კუმანი, თუ ვინმემ იცით მითხარით რა მოიგო კუმანმა, ანუ ახალ გუნდს აშენებს, გუნდის შენებას როცა სასტავს მთლიანად ცვლი 1-2 წელი არ ეყოფა. ლეოს არა აქვს იმდენი დრო 2-3 წელს ვეღარც ითამაშებს და ძალიან ჭკვიანურად მიდის რო გუნდი მის გარსემო კი არა ვინმე ახალგაზრდის გარშემო ააშენონ, რო შედეგს მოესწროს. ბოლოს და ბოლოს რონალდუ დარბის გუნდიდან გუნდში აქ ყვებით რო თურმე არ ეშინია გამოწვევების და ლეო რო მიდის იპარება? საღოლ თქვენ.
    Pique_3
    სტუმარი [?]
    #5 26 აგვისტო 2020 12:50
    2
    თქვენ მართლა გჯერათ ამ *ლეობის?!🤔🤔მაგრად მეცოდებით სუყველა ვინც ფიქრობთ რო მესი ცუდად იქცევა წასვლით❤ოდესმე დაფიქრებულხართ მესიზე მეტად თუ ვინმეს უყვარს ბარსელონა?!ტიპმა თქვა ბარსელონას გარეშე მე არაფერი ვიქნებოდიო და ცოტა იაზროვნეთ რა დონემდე მიიყვანეს კაცი რო გუნდიდან წასვლა უნდა🙃
    Ronaldinho.
    სტუმარი [?]
    #4 26 აგვისტო 2020 11:52
    1
    იმენა ღალატია ლეოგან რაც ხდება!!!!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 26 აგვისტო 2020 11:03
    10
    ხოდა ტუ მარტლა ასე ფიქრობს მესი რომ რომელიმე ფეხბურთელი კლუბზე მეტია ჯობია წავიდეს. მის კარიერაში უდიდეს შავ ლაქად დარჩება ეს გადაწყვეტილება, კაპიტანი რომელმაც გუნდა გასაჭირში სუარესის გამო მიატოვა. თან რა მომენტში, როცა ფინანსურად გუნდს დარხეული აქვს და ტრანსფერს ვერ აკეთებს. თქვენი არ ვიცი მაგრამ მე ეს ღალატი მგონია. თუ წასვლა უნდოდა, როგორც ინიესტამ, ხავიმ, პუილომა და ვალდესმა გააკეთეს, წინასწარ ჩააყენეს კლუბი საქმის კურში , ასე უნდა ექნა. ეს უბრალოდ ღალატია
    Culé [?]
    #2 26 აგვისტო 2020 11:01
    2
    Martla gonia vinmes rom messi suaresis gamo midis barcadan ? 🤣🤣🤣🤣🤣
    ფანი [?]
    #1 26 აგვისტო 2020 10:29
    2
    ოოო აი სად მარხია ძაღლის თავი...