ტაფარელი: თუ მესიზე ცუდს იტყვი, თავში ტყვია გეკუთვნის

ტაფარელი: თუ მესიზე ცუდს იტყვი, თავში ტყვია გეკუთვნის

ლეგენდარული ბრაზილიელი მეკარე, კლაუდიო ტაფარელი, "ბარსელონას" კაპიტნის, ლიონელ მესის სხვა ფეხბურთელებთან შედარებაზე საინტერესოდ საუბრობს. 

"პირადად მე, მარადონას დიდი ფანი ვარ, მაგრამ მესიზე თუ რამე ცუდს იტყვი, თავში ტყვია გეკუთვნის. მისი სტატისტიკა განსაცვიფრებელია. ის ფენომენია. 

შედარებები არ მიყვარს. მარადონას ყურება ძალიან სასიამოვნოა, მაშინ ის საუკეთესო იყო, მაგრამ ის სხვა ეპოქაში თამაშობდა, ამის შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა. ახლა საუკეთესო მესია. ის და რონალდუ უკვე რამდენი წელია, სულ სხვა დონეზე არიან". - ციტირებს Tribuna ტაფარელის სიტყვებს, რომელიც მარადონას თანამედროვე იყო და ბრაზილიის ნაკრებში 1988-98 წლებში თამაშობდა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.