კოუტინიოს სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგის ფინალში

კოუტინიოს სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგის ფინალში

ფილიპე კოუტინიო "ბარსელონას" ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა სხვა გუნდში იჯარით თამაშის დროს მოიგო. ბრაზილიელმა ეს გუშინ, "ბაიერნთან" ერთად, ფინალში "პარი სენ-ჟერმენის" დამარცხებით მოახერხა.

ლისაბონში, "და ლუჟზე" ჩატარებულ შეხვედრაში კოუტინიო მოედანზე 68-ე წუთზე, სერჟ გნაბრის ნაცვლად გამოჩნდა. დარჩენილ დროში მან მეტოქის კარის მიმართულებით ერთხელ დაარტყა (არაზუსტად), მოიგო 1 ორთაბრძოლა, გააკეთა 10 პასი (8 ზუსტი), ბურთს შეეხო 15-ჯერ, ბურთი ერთხელ მოიპოვა და ერთხელ დაჯარიმდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Nowitzki34
    სტუმარი [?]
    #1 24 აგვისტო 2020 13:20
    0
    MESSI 2017,
    ამათუიმ გრანდს კრიზისი ყოველთვის აქვთ, ეგ ლოგიკურია, ყველა გრანდი ერთ დონეზე ვერ იქნება, რეალმა 2016 წელს ისე გაახწია ფინალამდე არცერთი ჩემპიონი არ დაუმარცხებია. შალკეს ვოლფსბურგს და ლიონებს ხვდებოდა. ზუსტად წლები არ მახსენდება ეხლა, შარშან როგორ იყო კონკურენტული ლიგა, ტოტენჰემმა გაახწია ფინალში, აიაქსმა ნახევარ ფინალში.