კოუტინიომ არ იცის "ბარსელონაში" ითამაშებს თუ არა
- 24-08-2020, 08:08
-
Writer
- 6

"ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი ფილიპე კოუტინიო ჩემპიონთა ლიგის "ბაიერნთან" ერთად მოგების შემდეგ კატალონიურ გუნდში დაბრუნებაზე საუბრობს.
"მომავალზე ჯერ არ ვფქრობ. ახლა "ბარსელონაში" უნდა დავბრუნდე. მინდა თავდაუზოგავად ვიმუშავო და კარგი სეზონი ჩავატარო. არ ვიცი, ეს "ბარსელონაში" მოხდება თუ არა, მაგრამ მინდა თავდაუზოგავად ვიმუშავო.
ჩემპიონთა ლიგის მოგება განსაკუთრებული გრძნობაა. მისი სიტყვებით აღწერა არ შემიძლია. სეზონისთვის თავიდანვე ძალიან კარგად მოვემზადეთ და ეს წარმატება დავიმსახურეთ.
ნეიმარს ვუთხარი, რომ მას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და ძალიან კარგი ფეხბურთელია. დარწმუნებული ვარ, ის ამ ტიტულის მოსაგებად კიდევ ბევრჯერ იბრძოლებს და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელიც გახდება.
მომავალი? ვნახოთ, რა მოხდება."
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]