ოუენ ჰარგრივზი: თუ საშუალება ექნება, გვარდიოლა მესის "სიტიში" მიყვანას მოისურვებს

ოუენ ჰარგრივზი: თუ საშუალება ექნება, გვარდიოლა მესის "სიტიში" მიყვანას მოისურვებს

ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, ოუენ ჰარგრივზმა, რომელმაც კარიერის დიდი ნაწილი "ბაიერნში" და "მანჩესტერ იუნაიტედში" გაატარა, თამაში კი "მანჩესტერ სიტიში" დაასრულა, ლიონელ მესიზე ისაუბრა. 

"მესიმ უნდა იცოდეს, რომ ყველაფერს დრო სჭირდება. "ბარსელონა" ხელახლა მალე ვერ აშენდება. შეიძლება, მან გადაწყვიტოს, რომ გუნდის განვითარებას დააგვიანდება და აქ ცდაში მისთვის მნიშვნელოვან დროს ვერ დაკარგავს. 

"ბარსა" ცდილობს, ისე ითამაშოს, როგორც პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობის დროს, მაგრამ ამის ძალა არ აქვს. როცა "ბაიერნთან" მატჩი (2-8) დასრულდა, მესი ალბათ ფიქრობდა: "რა ჯანდაბა ხდება?" თუმცა ეს მოსალოდნელი იყო. პსჟ-სა და "რომას" შემდეგ ყველაფერი ამას მოასწავებდა.

დარწმუნებული ვარ, თუ ამის საშუალება ექნება, პეპი მესის "სიტიში" მიყვანას მოისურვებს, მაგრამ მის გუნდს ახლა ყველაზე მეტად ისეთი მოთამაშე სჭირდება, როგორიც ვირჯილ ვან დეიკია". - განაცხადა ჰარგრივზმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 23 აგვისტო 2020 22:42
    1
    ყველაფერს დრო სჭირდება. "ბარსელონა" ხელახლა მალე ვერ აშენდება ?

    2008 წელი !!! გაგედო უზარმაზარი? :))))
    მწერალი [?]
    #2 23 აგვისტო 2020 18:22
    1
    კანადაში დაბადებული, კარიერა გერმანიაში დაწყებული, უელსისა და ინგლისის ნაკრებში ნათამაშები - რთულია, ჰარგრივზის ეროვნება დაადგინო 😂

    P.S. "მსურს, მესიმ კარიერა "ბარსელონაში დაასრულოს", - გვარდიოლა :)
    --------------------
    🔵🔴
    ფლოკი
    სტუმარი [?]
    #1 23 აგვისტო 2020 16:48
    1
    Gvardiolas stabiluri centraluri mcveli da cru cxriani esachiroeba, mament imdeni fuli aq ro sheudzlia debruinis gverdis damamshvenebelzec ifiqros, sitishi aris amis sashualeba, mara yvelaze nagdi iqneba tu waavlebs xels da debruins, bernardo silvas, kai wokers da mekares wamoiyvans, axla barsas haerivit schirdeba "namdvili avtoriteti" da fexburtelebi oxrad