"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე დაქვეითდა

"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე დაქვეითდა

რაკი "ბარსელონამ" სეზონი უტიტულოდ დაასრულა, კატალონიური კლუბი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრაზე პირველ კალათში განთესილი აღარ იქნება. 

ტოპ 8 ადგილი, რომელშიც "ბარსა" ბოლო პერიოდში რეგულარულად ხვდებოდა, შემდეგმა გუნდებმა დააკომპლექტეს: სევილია, რეალი, ლივერპული, იუვენტუსი, ბაიერნი, პსჟ, პორტუ და ზენიტი. 

მეორე კალათში "ბლაუგრანასთან" ერთად იქნება "მანჩესტერ სიტი", "იუნაიტედი", "ჩელსი", "დორტმუნდი", "შახტარი", "ბენფიკა" და კიდევ ერთი გუნდი, რომლის ვინაობაც ცნობილი პლეიოფების შემდეგ გახდება. 

რა თქმა უნდა, 6 პოტენციური მეტოქიდან (დანარჩენი 2 ესპანურია) "ბარსელონასთვის" ყველაზე სასურველი "პორტუს" ან "ზენიტის" ჯგუფში მოხვედრა იქნება, სხვა გუნდებთან კი კატალონიელებს ფავორიტის სტატუსი არ ექნებათ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #12 23 აგვისტო 2020 11:38
    4
    რა ჯგუფიც არ უნდა შეხვდეს,ბარსა უპრობლემოდ გავა,ისე ლივერპულთან ან ბაიერნთან მოხვედრა გაასწორებდა,ოღონდ თუ გავძლიერდებით ტრანსფერებით
    გულშემატკივარი [?]
    #11 23 აგვისტო 2020 09:28
    2
    ბაიერნთან ან ლივერპულთან გაასწორებდა ჯგუფში, ოღონდ მინიმუმ ვან დე ბეეკი და ლაუტარო უნდა მოვიდნენ ჯერ
    Culé [?]
    #10 23 აგვისტო 2020 09:08
    1
    სადაც არ უნდა მოხვდეს ბარსა გრუპიდან გავა და დიდი ალბათობით პირველი ადგილით
    --------------------
    მესი საკუთარ თავს ეჯიბრება რადგან მას კონკურენტი არ ყავს (ჩავი ერნანდესი)
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 23 აგვისტო 2020 01:22
    9
    ნებისმიერ ჯგუფში ნებისმიერ დროს,ბარსა ყოველთვის ფავორიტია ცხვირს ნუ ჩამოუშვებთ კულეებო.
    T11
    გულშემატკივარი [?]
    #8 22 აგვისტო 2020 23:21
    22
    დავაი, ლივერპული ან ბაიერნი გამოუშვით. დავაჩქაროთ საპრეზიდენტო არჩევნები 😅 😅 😅
    ფანი [?]
    #7 22 აგვისტო 2020 22:54
    4
    Iniesta_8,
    ბარსასი ახლაც შეეშინდებათ!
    Gio end Gio
    სტუმარი [?]
    #6 22 აგვისტო 2020 22:49
    16
    კიდევაც მოხდეს ხანდისხან არწივი დაბლა დავარდეს მაგრამ ქათამი ჰაერში ვერასდროს გაინავარდებს!!!გული არ გაიტეხოთ ეს ბარსაა და აუცსაიდერი არავისთან არასდროს იქნება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 22 აგვისტო 2020 22:26
    16
    ეგ არაფერი, ჩვენ "ბარსელონა" ვართ!
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    t. K. - iniesta
    სტუმარი [?]
    #4 22 აგვისტო 2020 21:53
    13
    მწორე კალათაში პირველად კიარ ვხვდებით 🙄 პირველ კალათაში არი ჩემპიონები მხოლოდ, დაქვეითდა არა ის ეს ნორმანული, მე პირადად არასდროს მახსოვს როცა მეორე კალათაში ვიყავით როდესმე მეორე ადგილი დაგვეკავებინა ჯგუფში🙄 და საერთოდ მენპირადად არ მახსოვს ბარსელონამ მეორე ადგილი როდის დაიკავა ჯგუფში... ნუ ქმნით რაღაც უაზრობისგან ტრაგედიას... მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები გვყავს ასე იყო 2013 წელსაც მაგრამ ყველამ ნახა ბარსას დაბრუნება.
    Culé [?]
    #3 22 აგვისტო 2020 21:38
    17
    არადა რამდენიმე წლის წინ არავის უნდოდა ბარსასთან შეხვედრა. რა დონეზე დაეცა კლუბი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 აგვისტო 2020 21:21
    5
    რა დრო დადგა ერთ დროს მრისხანე ბარსელონას ზენიტთან ან პორტოსთან რომ ექნება სანატრებელი ჯგუფში მოხვედრა.. კაი და ამათმაც მოუგეს და შეგვარცხვინეს მერე? ალბათ კიდევ უფრო დაბალი დონის გუნდთან ისურვებენ ჯგუფში ყოფნას მაგალითად ბატესთან ან მისი დონის გუნდთან. 😥
    ფანი [?]
    #1 22 აგვისტო 2020 21:11
    18
    არაუშავს, არწივი ხანდახან დაბლა ეშვება, მაგრამ ეს ქათმები ბარსასავით ასე ზეცაში ვერასდროს აფრინდება!