არსენ ვენგერი: "ბარსელონას" გამორჩეული თაობის დრო სრულდება

არსენ ვენგერი: "ბარსელონას" გამორჩეული თაობის დრო სრულდება

ლონდონის არსენალის ყოფილი მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი, beIN Sports-სთან ინტერვიუში "ბარსელონაში" არსებულ მდგომარეობას აფასებს.

"ვფიქრობ, "ბარსელონაში" იმაზე მეტი რამ არის გასაკეთებელი, ვიდრე მხოლოდ მწვრთნელის ცვლილებაა. როგორც ჩანს, გამორჩეული თაობის დრო დასასრულს უახლოვდება, რაც შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებას ქმნის.

მენეჯმენტის მხრივ, "ბარსელონამ" ბოლო წლებში ძალიან ცუდად იმუშავა. მათ ბევრი შეცდომა დაუშვეს, უამრავი ფული დახარჯეს და მოყვანილ ფეხბურთელთა უმეტესმა ნაწილმა ვერ გაამართლა", - თქვა 70 წლის ფრანგმა სპეციალისტმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #3 22 აგვისტო 2020 15:37
    0
    თავის დროზე ვენგერი რო მოეყვანათ,ეხლა ასეთ დღეში არ იქნებოდა ბარსა
    Culé [?]
    #2 21 აგვისტო 2020 18:48
    4
    ეჰჰ ეგრეა არსენ
    Culé [?]
    #1 21 აგვისტო 2020 16:56
    7
    Tavmoyvare mwvrtnelic ar gacherdeba maset menjmentan vinc mwrtvnelis nebis sawinaaghmdegod yidulobs igrokebs.